ბუნებრივია, ამ სოკოს მცირე რაოდენობა პირის ღრუსა და ნაწლავებში მდებარეობს. ის საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. თუმცა ანტიბიოტიკების, ასევე სხვა მედიკამენტების მიღება და არასწორი კვება კანდიდის ნორმალურ ბალანსს ცვლის.
პირველ რიგში, სოკო კანდიდა შაქრით, რაფინირებული ნახშირწყლებით იკვებება. სწორედ ამიტომ, მკურნალობის პერიოდში რაციონიდან ასეთი პროდუქტები გამორიცხეთ.
rchevebi.com გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელთაც სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვთ:
ლიმონი
ამ ციტრუსის ეთერზეთს ნაზი სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს. ლიმონის მთავარი როლი ღვიძლის გაწმენდის პროცესის გააქტიურებაა. შედეგად, ღვიძლი მავნე ბაქტერიებს და სოკოს აქტიურად შეებრძოლება.
ქოქოსის ზეთი
ამ ზეთის მიღება ქოქოსის ზრდას და მის გამრავლებას აფერხებს, საფუარის უჯრედების კედლებს ხვრეტს და მათ კვდომას იწვევს.
ნიორი
ნიორი შეიცავს გოგირდს, რომელსაც ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს, განსაკუთრებით ეფექტურია კანდიდის წინააღმდეგ. დღეში 1–2 კბილი ნიორი უმად მიირთვით. გოგირდით მდიდარია ჯვაროსნული ბოსტნეული: კომბოსტო, ბოლოკი, რუკულა და ა.შ.
ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმში სოკოს რაოდენობას ამცირებენ. რეკომენდებულია, 1 ჭიქა თბილ წყალში გაზავებული 1-2 ჩ/კ ვაშლის ძმარი ცოტა ლიმონის წვენთან და ლიმონის ცედრასთან ერთად დალიოთ.
კოჭის და პირშუშხას ფესვები
თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონს კოჭის და პირშუშხას ფესვები დაუმატეთ. დღეში 2–ჯერ ¼ ჩ/კ მიიღეთ და სოკო დაგავიწყდებათ. ასევე ორგანიზმს პარაზიტებისგან გაწმენდთ.
სელის ზეთი
სელის ზეთი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც თქვენს სხეულს კანდიდასთან ბრძოლაში ეხმარება.
სანელებლების ნარევი
ეს ძლიერი ეთერზეთი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც შიგნით მიღებისას ძალიან ეფექტურია. ¼ ჩ/კ დაფქული მიხაკი, 1 ს/კ დაფქული სელის თესლი და ½ ჩ/კ ცეილონის დარიჩინი აურიეთ. თქვენს კერძებს დღეში 2–ჯერ დაუმატეთ. სოკოს და მიკრობების პრობლემები დაგავიწყდებათ.