ეს ზეთი იმდენად ძლიერია, რომ მან შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, რის გამოც რეკომენდირებულია ორეგანოს ზეთის სხვა ზეთით განზავება.
სოკოს საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2-3 წვეთი ორეგანოს ზეთი
მომზადება და გამოყენება:
ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში 2 წვეთი ორეგანოს ზეთი და მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ დაზიანებული ფრჩხილები. მიმართეთ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
როგორც უკვე გითხარით, ორეგანოს ზეთი ძალზედ ეფექტურია ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სოკოს სრულად განკურნებას შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!