"თავისით გაივლის" პრინციპი არ მუშაობს სოკოს შემთხვევაში, რადგან იგი ცოცხალი ორგანიზმია. თუ ოჯახში ვიღაცას აქვს სოკო, სხვა წევრების დაავადების ალბათობა 35-75%-ს შეადგენს. სოკოს სპორები რჩება პირსახოცზე, ხალიჩაზე, ფეხსაცმელსა და ყველა იმ საგანზე, რომელსაც დაავადებული შეეხო. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ფეხის ფრჩხილების დაავადებაზე. სოკო ხელებზეც გვხვდება, თუმცა უფრო იშვიათად, რადგან ამ მონაკვეთს არ აქვს მისი განვითარებისთვის საჭირო პირობები.
სოკოს მკურნალობა საშინაო პირობებში
ჩვენი სხეული და მის ირგვლივ არსებული სივრცე დასახლებულია მიკროორგანიზმებით, სხვადასხვა საფუარითა და სოკოთი. ჩვეულებრივ, ჩვენი იმუნიტეტი უმკლავდება მათ. თუმცა, საკმარისია სოკომ იგრძნოს ოდნავი კომფორტი, რომ მაშინვე იწყებს გამრავლებას. ხშირ შემთხვევაში, სოკო აბანოების, საუნების, სპორტდარბაზის საშხაპეების გამოყენების, ხელოვნური ფრჩხილების ხანგრძლივად ტარებისა და გელ-ლაქის გაკეთების, დახურული ფეხსაცმლის დიდი ხნით ტარების შედეგად ჩნდება.
შინაგანი დარღვევები, როგორიცაა ტკბილეულის, რძის პროდუქტების, მარცვლეულისა და თხილის სიყვარული, ასევე, ხდის ორგანიზმს სოკოს მიმართ მიდრეკილს. პირველივე ეჭვის გაჩენის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები, რათა ამან არ გამოიწვიოს შემდგომი, ჯანმრთელობისთვის საშიში გართულებები.
ფრჩხილის ონიქომიკოზი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს დერმატოფიტებით, მწვავე ჰერპესით, Candida Albicans საფუარებით ან Scopulariopsis brevicaulis პარაზიტული სოკოებით. სოკოს მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს შორის ეფექტური აღმოჩნა დარიჩინის, ჩაის ხის, მიხაკისა და ორეგანოს ეთერზეთები.
დარიჩინის ეთერზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ
სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ გამოცდილი საშუალებაა დარიჩინის ეთერზეთი. როგორც ცნობილია, დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს - ბაქტერიების საკვებ წყაროს. დარიჩინი ანადგურებს ანტიბიოტიკების მიმართაც კი რეზისტენტულ სოკოებს და ფრჩხილს ეხმარება სწრაფად აღდგენაში. საიმედო შედეგისთვის ყოველდღე უნდა მიიღოთ დარიჩინი შიგანად ჩაის სახით ან მისი ნახარში, კერძებისთვის სანელებლად, ასევე, ეთერზეთი წაისვათ დაზიანებულ ფრჩხილზე.
ჩაის ხის ეთერზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ
არც ერთი ეთერზეთი არ შეადაროთ ჩაის ხისას - ამ ზეთს უზარმაზარი რაოდენობის სასარგებლო თვისება აქვს. იგი ითვლის 40-მდე უნიკალურ სამკურნალო თვისებას, კლავს ბაქტერიებსა და ვირუსებს. ჩაის ხის ეთერზეთი - უსაფრთხო საშუალება ადამიანისთვის და დამღუპველი - სოკოსთვის. ზეთის პოვნა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
ორეგანოს ეთერზეთი სოკოს წინააღმდეგ
ბალახი ორეგანო, იგივე თავშავა, სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და ეფექტურია მასთან ბრძოლისას. თავშავას უწოდებენ ბუნებრივ ანტიბიოტიკს ბაქტერიციდული ნივთიერების, კარვაკროლის შემცველობის გამო, რომელიც ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს. მცენარის ეთერზეთი იმდენად მძლავრია, რომ კანს ოდნავ აღიზიანებს კიდევაც. ამიტომ გააზავეთ იგი ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით.