» » » იდეალური მარინადი, რომელიც სოკოს ნებისმიერ სახეობას უხდება

იდეალური მარინადი, რომელიც სოკოს ნებისმიერ სახეობას უხდება

მგონი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დამწნილებული სოკო არ უყვარს. მაღაზიის პროდუქტს ძმარში ახრჩობენ, რაც კლავს სოკოს არომატს. თუმცა, რა შეედრება შინ, თქვენ მიერ მომზადებულ არომატულ სოკოს?

რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ იდეალური მარინადის რეცეპს, რომელშიც ნებისმიერი სოკოს მოთავსება შეგიძლიათ.

ინგრედიენტები
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 4 ჩ.კ. მარილი
  • 3 ც დაფნის ფოთოლი
  • 5 ც პილპილის ბურთულა
  • 4 ც მიხაკი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 3 ჩ.კ. 70%-იანი ძმრის ესენცია
შენიშნვა: თუ 5%-იან ძმარს იყენებთ, აიღეთ 800 მლ წყალი და 200 მლ ძმარი. თუ 9%-იანს - 890 მლ წყალი და 110 მლ ძმარი.

მომზადება
  1. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ესენციები და ხარშეთ 3 წუთი.
  2. ხარშვის ბოლოს დაუმატეთ ძმარი.
  3. სოკო კარგად გარეცხეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად, მოათავსეთ ცივ წყალში და აადუღეთ, ბულიონი გადაასხით. მოხარშეთ სოკო ახალ, მარილიან წყალში, არ მოურიოთ ადუღებამდე.
  4. როცა წყალი დუღილს დაიწყებს, სოკოს ფრთხილად მოურიეთ და მოხსენით ქაფი. ხარშვის ბოლოს სოკო ფსკერზე დაილექება.
  5. ამოიღეთ სოკო საწური კოვზით, ჩაალაგეთ სტერილურ ქილებში (2/3 სიმაღლეზე, არამჭიდროდ), გადაასხით ქილებიდან დაგროვილი სოკოს ნახარში და ჩაასხით მზა მარინადი პირთამდე.
  6. დააცეთ ქილები და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.