თუმცა, ისიც კი, ვინც ძალიან ფრთხილად უდგება კვების საკითხს, ხშირად, თავს აძლევს უფლებას, ღამით ჭამოს. არადა, სწორედ ეს ცთუნება შეიძლება იყოს საგულდაგულოდ შედგენილ მენიუში საბედისწერო. შემთხვევითი არაა, რომ ბევრი საბჭოთა დიეტა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ქადაგებდა: არ მიირთვათ 18:00-ის შემდეგ! ეს წესი უნივერსალური არაა, თუმცა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ღამის საათებში ჭამა იწვევს წონაში არსებით მატებას. Girl.ge-ის რედაქცია, კომპანია Just For You-ს წამყვან დიეტოლოგთან ერთად, გაერკვევა ორგანიზმის მუშაობის მექანიზმში. ჩვენ გავარკვიეთ, რა მოსდის სხეულს, როცა ღამით რამეს მიირთმევთ.
რატომ განვიცდით შიმშილს ღამის საათებში უფრო მწვავედ?
დიეტები ყველაზე ხშირად სწორედ საღამოობით ირღვევა. ამას სამი მიზეზი აქვს:
- ფიზიოლოგიური ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საკვების უკმარისობა დღის განმავლობაში.
- ფარული შიმშილი: დღის განმავლობაში დაუბალანსებელი კვება იწვევს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების უკმარისობას.
- ფსიქოლოგიური – როცა უბრალოდ სტრესს ვაჭმევთ.
საიკითხეთ სტატა სრულად