როგორ დავლიოთ წყალი სწორად
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და წყლის ყოველდღიური ნორმაც თითოეულისთვის სხვადასხვაგვარია. სითხის დღიური აუცილებელი რაოდენობის გამოთვლა შესაძლებელია მარტივი უნივერსალური ფორმულით, თუმცა, თუ გულის დაავადებები ან თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.
თუმცა, მთავარი კითხვაა არა ის, თუ რა ოდენობის წყალი უნდა მივირთვათ, არამედ ის, თუ როდის უნდა მივირთვათ! ექიმები გვთავაზობენ რამდენიმე მარტივ წესს:
- მიირთვით 1-2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე. ღამით ორგანიზმი უწყლოვდება, ამიტომ აუცილებელია სითხის მარაგის აღდგენა.
- საკვების ნებისმიერ მიღებამდე სასურველია 200 მლ წყლის მიღება - ეს დააჩქარებს მეტაბოლიზმს.
- ეცადეთ, აღადგინოთ თითოეული ფინჯანი ჩაი ან ყავა ერთი ჭიქა წყლით.
- დააყოლოთ საკვებს წყალი თუ არა? ექიმები ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ იძლევიან. ერთნი თვლიან, რომ ეს მავნე ჩვევაა, მეორენი კი ამბობენ, რომ ეს მავნეა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აქვთ.
- მაღალინტენსიური ძალოვანი ვარჯიშების დროს აუცილებელია, ყოველ 20 წუთში 150 მლ წყალი მიირთვათ.
- შეზღუდეთ ღამით სითხის მიღება, განსაკუთრებით მათ, ვისაც თირკმლების დაავადება აწუხებს.