» » » ჭამა 18:00-ის შემდეგ: მედიკოსებმა დაასახელეს 5 პროდუქტი, რომლებიც შეიძლება და უნდა მიირთვათ ღამით

ჭამა 18:00-ის შემდეგ: მედიკოსებმა დაასახელეს 5 პროდუქტი, რომლებიც შეიძლება და უნდა მიირთვათ ღამით

ვის უყვარს მაცივარში შეხედვა 18:00-ის მერე? ყველაფერი ბანალურად იწყება: "ჩაი ხომ არ დამელია?" და მთავრდება ბუტერბროდების ან ტკბილეულის ჭამით.

რამდენად სასიამოვნოა ასეთი მომენტები.. განსაკუთრებით, როცა მთელი დღე მუშაობდი.. უბრალოდ, ამ სიამოვნებას თავისი საფასური აქვს. მარტივი ნახშირწყლების რეგულარული მიღება იწვევს ცხიმოვან ფენებს.



თუმცა, ცოტა ხნის წინ დიეტოლოგებმა შეადგინეს სია პროდუქტებისა, რომლების ჭამაც შეიძლება 18:00-ის შემდეგ! სპეციალისტები თვლიან, რომ მკაცრი დიეტა სულაც არაა საჭირო, თუ საღამოსთვის სასარგებლო საკვებს შეარჩევთ - იმ საკვებს, რომლებიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს და არ მიმართავს სასწორის ისარს მარჯვნისაკენ. მოდით, გავერკვეთ, რა უნდა მიირთვათ ღამით ფიგურის უვნებლად.



საღამოს საკვები
  1. შავი შოკოლადი
    ხშირად, ეს პროდუქტი აკრძალულთა სიაში ხვდება და, სულ ტყუილადაც, რადგან თხილიანი შოკოლადის ბატონსა და შავი შოკოლადის ფილას შორის დიდი განსხვავებაა! შავი შოკოლადი შეიცავს შაქრის მინიმალურ რაოდენობას. ეს ტკბილეული ხელს გიწყობთ გახდომაში, ასევე, ქოლესტერინის დონე ნორმაში მოჰყავს.



  2. სუპი
    ამ კერძის ნახვას აქ ნამდვილად არ ელოდით, არა? თუმცა სუპის ჭამა ღამით შეიძლება. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თბილი სითხე დამამშვიდებელ ეფექტს აღმოაჩენს. თუ საღამოს გრძნობთ, რომ ფინჯანი ჩაი დაგანაყრებთ, აუცილებლად შეათბეთ ცოტა სუპი. გახსოვდეთ, არ მიირთვათ საღამოს ოსპის, ლობიოს ან ბარდის სუპი. ეს მოუსვენარ ძილს გამოიწვევს.



  3. ნუში
    ფასის გამო, სამწუხაროდ, ამ თხილის ხშირად ჭამის უფლებას ვერ ვაძლევთ თავს. თუმცა, თუ გსურთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ. მუჭი ნუში იდეალური ვარიანტია საღამოს შიმშილის დასანაყრებლად.
    ვისაც გახდომა სურთ, მიირთვით ნუში აუცილებლად! 2012 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ეს პროდუქტი არანაირად არ იწვევს წონაში მატებას.



  4. გოგრის მარცვლები
    თუ საღამოს ხელი პოპკორნის ან ჩიფსებისკენ მიგიწევთ, დაუყოვნებლივ გადამალეთ ეს მავნე საკვები! მათ ნაცვლად იშოვეთ გოგრის მარცვლები.
    ეს საკვების სწორედ ის სახეობაა, რომელიც მარტივად უმკლავდება ღამის შიმშილს და გვეხმარება ძილისთვის მომზადებაში. როგორც ცნობილია, გოგრის მარცვლები მდიდარია მაგნიუმით, რაც მნიშვნელოვანია ღრმა და მშვიდი ძილისთვის.



  5. ბრინჯი
    დიეტოლოგები უდავო ფაქტს აღნიშნავენ: დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტიც ბრინჯია, ამცირებს უძილობას 46%-ით. ბრინჯი მიეკუთვნება მაღალი გლიკემური ინდექსის მქონე პროდუქტებს, რაც მოქმედებს ტრიფტოფანისა და მელატონინის გამომუშავებაზე. სწორედ ეს ჰორმონებია უკიდურესად მნიშვნელოვანი ძილის ხარისხისთვის.



    ასევე, უნდა გახსივდეთ თქვენი ორგანიზმის ყველა თავისებურებაც. ხანდახან, ძლიერი შიმშილის უკან წყურვილი იმალება. მიირთვით ჭიქა წყალი ან ჯანჯაფილის ჩაი - იქნებ შიმშილი ამან დაანაყროს.


სასიამოვნო სიზმრებსა და ლამაზ ფიგურას გისურვებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.