» » რატომ სძინავს ყველა კოსმონავტს ღრმად და როგორ ასწავლიან NASA-ში ძილს

რატომ სძინავს ყველა კოსმონავტს ღრმად და როგორ ასწავლიან NASA-ში ძილს

ყველამ იცის, რომ ადამიანის ჯანსაღი ძილი 7-9 საათით უნდა გრძელდებოდეს. ადამიანები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ მათ არ აქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცაღა, თანამედროვე ადამიანის ძილის ხარისხი საშინლად დაბალ დონემდე დაეცა.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ გამოუძინებლობის პრობლემას და დაიბრუნოთ ჯანსაღი ძილი. ეს აუცილებელია, რათა მუდმივად გქონდეთ ძალა, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. ეს ხომ რთული სულაც არაა, შედეგი კი ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს და განწყობასაც.



ადამიანის ჯანსაღი ძილი

ძილთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მეტი რომ გაიგოთ, გაეცანით კოსმონავტების დღის წესრიგს. ეს ადამიანები იძულებული არიან, რეგულარულად დაამარცხონ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იმიტომ, რომ ისინი სწყდებიან გარე სიგნალებს, რომელთა მიხედვითაც აქ, დედამიწაზე ადამიანები ვარკვევთ, დღის რომელი მონაკვეთია ახლა.

მაგალითად, საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე დღეში მზის 16 ამოსვლასა და ამდენივე ჩასვლას ხედავენ. ამის გამო, ორგანიზმი უბრალოდ კარგავს იმ ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობის ციკლურობას, რომლებიც დღისა და ღამის ცვლილებებს უკავშირდება.

ზედმეტი არ იქნება იმის გახსენებაც, რომ კოსმონავტს ძილი მეტალის ყუთში უხდება, რომელიც სადღაც, კოსმოსის ცივ და ბოლომდე ამოუხსნელ უკუნში, უწონობაშია გამოკიდებული. ამასთან, ეს სახლიდან და ახლობელი ადამიანებისგან, ნორმალური ცხოვრებისგან შორს ხდება.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ძილის ხარისხს აუარესებს, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ხანდახან, გამოუძინებლობის გამო, კოსმონავტი დედამიწას კი არა, ხომალდის ჭერს უღებს ფოტოს.

კოსმონავტი ვალენტინ ლებედევი კი საერთოდ აღიარებს, რომ უძილობის გამო, დედამიწას ასამდე ფოტო გადაუღო დაკეტილი ილუმინატორიდან, სანამ მიხვდებოდა, რაში იყო საქმე.

გასაკვირი არაა, რომ ნასა-ში ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ გადაჭრან კოსმონავტების უძილობის პრობლემა. შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვეთრი გარე სიგნალების გარეშე, ორგანიზმი კარგავს შესაძლებლობას, დაადგინოს საჭირო დრო ძილისთვის.

გარე სიგნალებისგან (მზის შუქი დღის ნათე დღეებში და სიბნელე ღამით) მოწყვეტის შედეგად, ადამიანი სულ უფრო გვიან და გვიან იძინებს. დასვენების ნაცვლად, ღამის სულ უფრო მეტ ნაწილს ატარებენ სიფხიზლეში. აქტიურობის ბუნებრივი ციკლი ძლიერ ირევა. ეს ორგანიზმისთვის ცუდია.

შუქისა და გარე ხმაურის სიჭარბე აუარესებს ძილის ხარისხს. თუმცა, მეორე დღეს ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მისი აქტივობა შემცირდა. შუქი და ხმაური ღამით შეიძლება არ აღვიძებდეს ადამიანს, თუმცა, სრულყოფილ დასვენებას ხელს ნამდვილად უშლის.

დღეს ყველა კოსმონავტი ვართ

ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანებისა და კოსმონავტების ძილის რეჟიმს ტყუილად კი არ ვადარებთ. ჩვენს დროში ხომ ხელოვნური სიგნალებიც ისევე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, როგორც ხშირი აისი და დაისი მოქმედებს კოსმონავტზე. ნათურებისა და მონიტორების ხელოვნური განათება ნებისმიერი ორგანიზმის დეზორიენტაციას იწვევს.

კონდიციონერები და გამათბობელი მოწყობილობები არეგულირებს ტემპერატურას და სხეულიც ვეღარ აღიქვამს დღის სითბოსა და ღამის სიცივეს.

ადამიანებთან დღის ურთიერთობა იცვლება ღამით სერიალების ცქერით ან მუსიკების მოსმენით. ხოლო, თუ ამას სიგარეტს, ყავას, გვერდითი მოვლენების მქონე სხვადასხვა პრეპარატს, ორგანიზმი საბოლოოდ დეზორიენტირდება.

და, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ძილი რამდენიმე დღის განმავლობაში მოაკლდეს, თითქმის ვერ გრძნობს, რომ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგში არაა. თუმცა, კვლევების შედეგად, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში დღეში მხოლოდ 6 საათით იძინებენ, ალკოჰოლური თრობის მსგავს მდგომარეობაში არიან.

როგორ გამოვასწოროთ ძილის ხარისხი?

თუ ნასა-ს რეკომენდაციებს, რომლებიც ცენტრმა კოსმონავტებისთვის შეიმუშავა, მოვარგებთ ჩვეულებრივ ადამიანებს, მხოლოდ 3 პუნქტი დარჩება. ამ რეკომენდაციების დაცვა ძალიან მარტივია.
  1. ძილის ყოველდღიური გრაფიკი. დღის რეჟიმი რომ არ აირიოს, დასაძინებლად უნდა დაწვეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. უქმეებზეც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძილის ფაზა ისევ დაიგვიანებს, ადამიანი შუაღამით იფხიზლებს, დილით კი დამსხვრეული, გამოფიტული და დაღლილი გაიღვიძებს, რის გამოც მთელი დღე არაპროდუქტიული იქნება.
  2. მომადუნებელი საათი დაძინებამდე. რა თქმა უნდა, საღამოს უამრავი საქმე გვაქვს, რომელთა მოსწრებაც გვინდა. თუმცა, ნუთუ ეს საქმეები კოსმონავტის სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია? კოსმონავტები ხომ სწორედ ასე ახერხებენ დაძინებას, არადა კიდევ 1 საათით შეეძლოთ მუშაობა.
  3. დღისა და ღამის გამიჯნვა. კარგია, თუ ღამით არ გაწუხებთ გარე ხმაური, ოთახში კი უკუნი სუფევს. უფრო კარგია, თუ ღამით ელექტრომოწყობილობებს თიშავთ. შესანიშნავი იქნება, თუ დილით ოთახში მზის სხივები შემოაღწევს. ეს დაეხმარება ორგანიზმს, სწორედ გაერკვეს დღის მონაკვეთებში.


რაც შეეხება მაღვიძარას, უკეთესი იქნება, თუ მას მხოლოდ საღამოობით გამოიყენებთ. დიახ, მაღვიძარა ისე უნდა მომართოთ, რომ დაძინებამდე ზუსტად 1 საათით ადრე დარეკოს. ასე არ დაგავიწყდებათ საქმეების დროულად დასრულება, მოწყობილობების გამორთვა, მოდუნება და ღამით სრულყოფილი დასვენებისთვის მომზადება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.