როგორ გავთავისუფლდეთ ნაბახუსევისგან
ეთანოლის დაშლის პროცესში წარმოიქმნება ძმრის ალდეჰიდი, რომელიც იწვევს გულისრევას, ღებინებას, სისხლძარღვების გაფართოებას, სუნთქვის გახშირებას. ეს ყველაფერი საკმაოდ უსიამოვნო და საფრთხის შემცველია.როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს ეფექტურად? ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი შედეგის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა - ალკოჰოლზე უარის თქმა. თუმცა, თუ მაინც დალიეთ, მიიღეთ შემდეგი ზომები: მოიწყვეთ წოლითი რეჟიმი, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, სუფთა ჰაერი და სამედიცინო პრეპარატები აბსორბენტი მოქმედებით, რომელიც იწოვს და იკავშირებს მავნე ნივთიერებებს, თავად კი გამოდის ორგანიზმიდან.ალკოჰოლის მიღებისა და ნაბახუსევის შესახებ მრავალი მითი არსებობს, რომლებიც ადამიანებს დღემდე სჯერათ. მოდით, დავამსხვრიოთ ეს მითები.
მითები ალკოჰოლისა და ნაბახუსევის შესახებ
- არ შეიძლება გრადუსის შემცირება-ყველაზე მძიმე ნაბახუსევი აქვთ მათ, ვინც ურევს სასმელებს, რომლებიც სხვადასხვა ნედლეულითაა დამზადებული, არ აქვს მნიშვნელობა მათ სიმაგრეს(გრადუსს). ვისკისა და არაყს ამზადებენ ხორბლისგან, კონიაკსა და ღვინოს - ყურძნისგან. ხორბლის არაყი ორგანიზმში მხოლოდ ძმრის ალდეჰიდს ტოვებს, ხოლო კალვადოსი, რომელსაც ვაშლისგან ამზადებენ, უმატებს მეთანოლსაც - ვაშლის პექტინის დაშლის ნარჩენს. მათი შერევით, კუჭში ერთბაშად ორი სახის სპირტის დაშლის პროცესი დაიწყება.
- უნდა იბახუსოთ-არ შეიძლება ნაბახუსევზე სასმლის მიღება. ჯანმრთელ ადამიანებში ნაბახუსევზე ფერმენტების მაქსიმალური რაოდენობაა გამოყოფილი. ორგანიზმში ეთანოლის კიდევ ერთი დოზის მოხვედრისას, ისევ წარმოიქმნება ძმრის ალდეჰიდი, რომელიც ხელახლა გამოსაყოფი ექნება ორგანიზმიდან.
- კარაქი უზმოზე დაგვეხმარება მეტის დალევაში-თუ ძალიან ბევრ კარაქს მიირთმევთ, ღვიძლი უკიდურესი ძალებით მუშაობს, შლის დიდი რაოდენობით ალკოჰოლსაც და საკვებსაც. თუმცა, ამასთან, მშიერ კუჭზე სასმლის დალევაც არაა რეკომენდებული, კარგი იქნება, თუ შეჭამთ ერთ ნაჭერ პურს - იგი სითხეს კარგად იწოვს. ასევე, ყველაფერში უნდა იცოდეთ ზომა - როგორც საკვებში, ისე სასმელშიც.
- კიტრისა და სხვა ბოსტნეულის მწნილები გვიხსნის ნაბახუსევისგან-ასეა, თუ ისინი ძმარს არ შეიცავს. ძმრის დამატებითი დოზა, ძმრის ალდეჰიდთან ერთად, მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. ხოლო თუ ძმარს არ შეიცავს, მწნილი წყალმარილოვან ბალანსს აღადგენს.
თქვენ რა იცით ნაბახუსევის შესახებ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.