» » » უსასრულოდ ოფლიანობთ ზამთარ-ზაფხულ: როგორ ვებრძოლოთ ჭარბ ოფლიანობას

უსასრულოდ ოფლიანობთ ზამთარ-ზაფხულ: როგორ ვებრძოლოთ ჭარბ ოფლიანობას

ჰიპერჰიდროზი - ესაა დაავადება, რომელიც თავს მომატებული ოფლიანობით იჩენს. ოფლი ასრულებს თერმომარეგულირებელ ფუნქციას ორგანიზმში და, ძირითადად, შედგება წყლისგან. როცა ჩვენ აქტიურად ვმოძრაობთ ან სიცხე გვაწუხებს, ოფლის გამოყოფა არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

საზარდულისა და იღლიის ზონებში არსებული საოფლე ჯირკვლებიდან, წყალთან ერთად, გამოიყოფა ცხიმი და ნახშირყწლებიც. ეს წარმოადგენს საპოხ მასალას მოხახუნე ზედაპირებისთვის.

ჯანმრთელ ადამიანებში ოფლი მხოლოდ ობიექტური მიზეზებით გამოიყოფა, დაავადებულებში კო უკონტროლოდ. ეს უხერხულობას იწვევს: უსიამოვნო სუნი, სველი ტანსაცმელი, შეუხედავი იერი.



ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა
სანამ მკურნალობას დაიწყებდეთ, აუცილებელია იმის გაგებაც, თუ რა იწვევს ჰიპერჰიდროზს. ადამიანის ემოციური მდგომარეობა უშუალოდაა დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან. ემოციებთან ერთად, გულისცემა ხშირდება, მატულობს წნევა, კუნთები მოდის ტონუსში. ხანდახან შეამჩნევთ საოფლე ჯირკვლის აქტიურობასაც. ეს ფსიქოლოგიური მიზეზებით ხდება და არ ითვლება დაავადების სიმპტომად.



ოფლის ჭარბი გამოყოფა იწვევს ნერვული, როგორც ვეგეტატიური, ისე ცენტრალური სისტემის ცვლილებებს. ხშირად, ეს სერიოზული დაავადებების შედეგია, მათ შორის, დიაბეტის, ჰიპერთირეოზის, მენოპაუზის, ტუბერკულოზის, ონკოლოგიის, ნერვული სისტემის დარღვევებისა. ამ შემთხვევაში, ჰიპერჰიდროზის მკურნალობა მისი წარმომქმნელი მიზეზის უგულებელყოფით - არაეფექტურია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომატებული ოფლიანობის ლოკალურ გამოვლინებებს უნდა ვებრძოლოთ, ეს კი რამდენიმე გზით ხდება.

როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას
  1. ანტიქოლინესტერაზული პრეპარატების მიღება, რომლებიც ბლოკავენ ნერვული იმპულსის გადაცემას ნერვულ ბოლოებამდე.



  2. ბოტულიზმის ტოქსინის შეყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ბოტოქსის ინექციები. ბოტულოტოქსინის მოქმედება მიმართულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების დაბლოკვაზე, რომელიც პასუხს აგებს ოფლის გამოყოფის ინტენსიურობაზე. პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, რისი წყალობითად საოფლე ჯირკვლები მთლიანად იბლოკება 6 თვიდან 1 წლის მანძილზე.



  3. სიმპატექტომია - სიმპატიკური ნერვული ღეროს გადაჭრა ქირურგიული ჩარევით.



  4. საოფლე ჯირკვლის ლაზერული განადგურება კანის კონკრეტულ დონეზე.



    მკურნალობის მეთოდის შერჩევამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ასევე, არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკა და პრევენციული ზომები ჰიპერჰიდროზის დროს: კონტრასტული შხაპი, თბილი აბაზანები გვირილის ნაყენითა და მუხის ქერქით ხელისგულებისა და ტერფებისთვის.


ჭარბი ოფლიანობა ქალებში იწვევს მიმზიდიველობის შემცირებას, მამაკაცებში კი შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ამიტომ, ამ პრობლემის უგულებელყოფა დაუშვებელია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.