» » » პირველადი დახმარება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს

პირველადი დახმარება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს

ალკოჰოლის მინიმალური სასიკვდილო დოზა სხვადასხვაა, გააჩნია მინარევს და ინდივიდუალურ მგრძნობელობას. ალკოჰოლის ტოქსიკურმა დოზამ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ეთილის სპირტი (ღვინის სპირტი, არაყი, ჭაჭა და სხვა) მოქმედებს გულზე, სისხლძარღვებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, ყველაზე მეტად კი თავის ტვინზე. ეთანოლი ახდენს ფსიქოტროპულ მოქმედებას, აქვს ნარკოტიკული ეფექტი, იწვევს ფსიქომოტორულ აგზნებას. მძიმე ხარისხის თრობის დროს ადამიანი იძინებს, ძილიდან კი გადადის უგონო მდგომარეობაში - კომაში. ხშირია პირღებინება და პირნაღები მასების სასუნთქ გზებში გადაცდენა, რაც სუნთქვის შეფერხებას და სიკვდილს იწვევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებია:
  • წამოწითლებული, ციანოზური (მოლურჯო) სახე;
  • ცივი, წებოვანი კანი;
  • უგონო, უკონტაქტო მდგომარეობა;
  • წყვეტილი, ხმაურიანი სუნთქვა;
  • წნევისა და პულსის ცვალებადობა.

    პირველადი დახმარება
    თუ მოწამლული უგონოდ არის ან გონება აქვს დაბინდული, დაუყოვნებლივ დააწვინეთ გვერდზე, რათა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სახე მიქცეული უნდა იყოს ოდნავ ქვემოთ, რათა პირნაღები მასა არ მოხდეს სასუნთქ გზებში. რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოწამლული უყურადღებოდ არ დატოვოთ. ალკოჰოლი აფართოებს კანის სისხლძარღვებს, ამიტომ ალკოჰოლით გაბრუებული ადამიანი სწრაფად კარგავს სითბოს. ამან შესაძლოა გადაცივება გამოიწვიოს, ამიტომ თბილად დაახურეთ, გარდა ამისა:

    თუ მოწამლულს შეუძლია ყლაპვა და ხველება:
  • ამოურეცხეთ კუჭი - მიეცით ცივი სოდიანი წყალი და ენის ძირზე თითის დაჭერით გამოიწვიეთ პირღებინება;
  • ასუნთქეთ ნიშადურის სპირტი;
  • დაალევინეთ აღმგზნები საშუალება (ჩაი, ყავა);
  • მიეცით გააქტიურებული ნახშირი - 2 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ.

თუ მდგომარეობა დამძიმდა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
წყაროიცნობდე რათა დაამარცხო
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.