თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები რომლებიც მჟავე კიტრს უბრალოდ ვერ იტანენ. ამიტომ ისეთ რეცეტებს ეძებენ სადაც ეს ინგრედიენტები არ არის და წარმოიდგინეთ, რომ გამოსდით კიდეც ეს. დღეს პაპარაცის რედაქცია ისეთ რეცეპტს გთავაზობთ, სადაც მჟავე კიტრის მჟავე კომბოსტოთი ჩანაცვლება შეგიძიათ. თუმცა ერძი მაინც გემრიელი და ნოყიერი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 3,5 ლ ხორცის ბულიონი
- 300 გრამი მჟავე კომბოსტო
- 1 ხახვი
- 3 ცალი კარტოფილი
- 200 გრამი ლორი
- ცოტაოდენი მცენარეული ზეთი
- მარილი და სუნელები გემოვნებით
მომზადების წესი:
- პირველ რიგში ბულიონი მოხარშეთ. ძალიან გემრელი გამოდის ძროხის ხორცის ბულიონი თუმცა ქათმის ან ღორის ხორცის გამოყენებაც შეგიძლიათ.
- მზა ბულიონში 100 გრამი მჟავე კომბოსტო მოათავსეთ.
- წვრილად დაჭერით ხახვი და ტაფაზე მცენარეულ ზეთთან ერთად მოწვით - ნახევრად გამჭვირვალობამდე. აქვე ჩაყარეთ მორჩენილი კომბოსტო დაჭრილ ლორთან ერთად. მოთუშეთ.
- ბულიონიან ქვაბში გათლილი კარტოფილის ნაჭრები ჩაყარეთ. ბულიონში ცოტაოდენი შებოლილი პროდუქტიჩ ჩაყარეთ თუ მსგავსი მოგეპოვებათ. ამ შემთხვევაში კერძი ახალ გემოებს შეიძენს.
- ტაფის შემადგენლობა ბულიონშ ჩაყარეთ. არ დაგავიწყდეთ მათი მარილით შეზავება. ბოლო ეტაპზე კი მას ცოტაოდენი ახალი მწვანილი დაუმატეთ. ორიგინალური რასსოლნიკი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
კონსერვატიული დიასახლისები იტყვიან, რომ რასსოლნიკი კიტრის გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ, რატომ?! აი შესანიშნავი წვნიანი რომელსაც ისეთივე მომჟავო გემო და შესანიშნავი არომატი აქვს. ეს კარგი მცდელობაა კლასიკური კერძისთვის ახლებური ვერსიის მისაღებად!