» » » პიკანტური და მადის აღმძვრელი მჟავე სოკო ყველით

პიკანტური და მადის აღმძვრელი მჟავე სოკო ყველით

დღეს Rchevebi - ს რედაქცია სოკოს მოყვარულებს შემოგთავაზებთ პიკანტური და საოცრად მადის აღმვძვრელ კერძის რეცეპტს. ამ კერძის მომზადების შემდეგ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თუ რას შემატებდით კერძს. მაშ ასე:

მასალად დაგჭირდებათ:

  • მჟავე სოკო - 10 ცალი
  • ყველი - 250 გრამი
  • ორცხობილა - 200 გრამი
  • ერბო - 2 სუფრის კოვზი
  • მწვანე ხახვი - 60 გრამი
  • არაჟანი - 100 გრამი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

ავარჩიოთ დიდი ზომის 10 ცალი მჟავე სოკო. ღერები მოვაჭრათ. დავტოვოთ მხოლოდ სოკოს ქოლგა. სოკოები დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე ისე, რომ ნაჩვრეტები ზემოთ იყოს მოქცეული. ნაჩვრეტები ამოვავსოთ დაფშვნილი ყველით, შემდეგ მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა, შემდეგ ისევ ყველი, ისევ ორცხობილა, ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, და ზემოდან მოვასხათ არაჟანი. (თითო სოკოზე თითო ჩაის კოვზი არაჟანი). ამგვარად შემზადებული სოკო შევდგათ ჰაერღუმელში. შეწვის შემდეგ ლამაზად დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ მარილი და მოვრთოთ მწვანილითა და რომელიმე მწნილით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.