» » » შემწვარი ქათამი არაჟნით - ეს ის კერძია, რომელიც ყველა გურმანმა უნდა დააგემოვნოს.

შემწვარი ქათამი არაჟნით - ეს ის კერძია, რომელიც ყველა გურმანმა უნდა დააგემოვნოს.

Rchevebi - ს რედაქცია კიდევ ერთი უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. ეს ის კერძია, რომელიც ყველა გურმანმა უნდა დააგემოვნოს. რა თქმა უნდა თუ ხორცის დიდი მოყვარული ხართ. რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • ქათამი - 1 ცალი
  • ერბო - 1 სუფრის კოვზი
  • დანაყილი ორცხობილა - 1 ჩაის კოვზი
  • არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

კარგად გასუფთავებული ჯერ კიდევ თბილ ქათამს გადავავლოთ ცივი წყალი. ამით ქათმის კანი გამაგრდება და ადვილი გახდება ცეცხლზე მისი გატრუსვა. შემდეგ გამოვაცილოთ ნაწლავები, ფრთხილა მოვაცილოთ გულ-ფილტვი და კუჭი. სიფრთხილე გვმართებს, რომ ნაღვლის ბუშტი არ გასკდეს და არ გაამწაროს დანარჩენი ნაწილები. ქათმის კუჭი ცალკე გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხოთ. შემდეგ მარილი მოვაყაროთ ქათამს თავისი შიგნეულიანად, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ ერბო და შევდგათ ჰაერღუმელში. შეწვის შემდეგ ქათამი გადავიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დარჩენილ წვენს დავუმატოთ ცოტა წყალი ან ბულიონი, დავაყაროთ დანაყილი ორცხობილა, მოვშუშოთ, დავასხათ დაჭრილ ქათამს. შეგვიძლია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი.
ამ წესით შეიძლება შეიწვას წიწილაც.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.