» » როგორ უჭირავთ თავი ბალერინებს ახალგაზრდობის კუთხის შესანარჩუნებლად 50 წლის ასაკშიც

როგორ უჭირავთ თავი ბალერინებს ახალგაზრდობის კუთხის შესანარჩუნებლად 50 წლის ასაკშიც

ახალგაზრდობის კუთხე – იდეალური სწორი კუთხე ნიკაპსა და ყელს შორის. ის დიდ როლს ასრულებს გარეგნობის აღქმაში, ვიზუალურად ადამიანს უფრო ახალგაზრდად აჩენს.



ნიკაპის კუთხის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ასაკობრივმა ცვლილებებმა, დგომის დარღვევამ, ცხიმის დაგროვებამ.



ბოლო წლებში შეემატა კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი – სმარტფონის ბოროტად გამოყენება. თუ კუნთების შესუსტება შესამჩნევი 40 წლის შემდეგ ხდება, „სმს–ნიკაპს“ უკვე ახალგაზრდებში შეამჩნევთ.



სწორედ ამიტომ, ზედმეტი არ იქნება იმის გაგება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ნებისმიერ ასაკში სანუკვარი 90 გრადუსით ტკბობა გავაგრძელოთ!

ახალგაზრდობის კუთხე

ღაბაბის სწორი ხაზი ლამაზი და მოდურია. თუ არ გაქვთ, ასაკის აღქმას თამამად შეგიძლიათ 5-10 წელი დაუმატოთ. „რა უნდა გავაკეთოთ“ – იკითხავთ თქვენ – თავი სწორად დაიჭირეთ!



ძველად ითვლებოდა, რომ გამართული ზურგი – ქალების აღზრდის ნიშანი იყო. სწორი დგომის მისაღწევად გოგოებს გიმნაზიაში თავზე წიგნებდადებული სიარულს აიძულებდნენ.

ბალერინებს ასწავლიდნენ იმის წარმოდგენას, რომ მათ მარიონეტივით ვიღაც თავის გვირგვინზე ძაფით იჭერდა. შედეგად, ზურგი გამართული, ნიკაპი აწეული, ხოლო ნიკაპსა და ყელს შორის სწორი კუთხე იქმნებოდა.



ამ მდგომარეობაში ნაოჭები გლუვდება, კისრის კანი იჭიმება, მუშაობაში ირთვება კუნთები, რომლებიც თავს იჭერენ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ მუდმივად თქვენი პოზა აკონტროლოთ!

როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ?

სახის ვარჯიში

„რჩევები“ დაჟინებით გირჩევთ, რომ ფეისფიტნესი გამოიყენოთ.



სახის დასაჭიმი ვარჯიში დიდ დროს არ წაგართმევთ. რაც მთავარია, კანი დაიჭიმება, ნაოჭები მნიშვნელოვნად შემცირდება, სახის ოვალი მკაფიო და მიმზიდველი გახდება.



ნიკაპის სწორ ხაზს ასევე ქმნის ვარჯიში „ახალგაზრდობის კუთხე“. მისი სწორად შესრულების შესახებ შეგიძლიათ ზემოთ მოცემულ ვიდეოში ნახოთ.

ლიმფოდრენაჟი

შეშუპება ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგია. ორმაგი ნიკაპი, ქუთუთოების შეშუპება, ღაბაბი. შეშუპებული სახე ბიოლოგიურ ასაკთან შედარებით უფრო ასაკოვნად გამოიყურება.



ამის თავიდან ასაცილებლად ლიმფურ ნაკადს ხელი უნდა შეუწყოთ. ლიმფოდრენაჟის ტექნიკა გამოგადგებათ. ის საკმაოდ მარტივია.



არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მოძრაობა ნაზი, მსუბუქი და აუჩქარებელი უნდა იყოს.

ტელეფონზე დამოკიდებულების მოშორება

ბედის ბოროტი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ინსტაგრამში ლამაზ სურათებზე საათობით ყურებით თავს ვხრით, ამავდროულად ხერხელმის კისრის ნაწილზე დატვირთვას ვზრდით და გარეგნობას სერიოზულ ზიანს ვაყენებთ.



გაჩნდა სპეციალური ტერმინი „ბლოგერის ნიკაპი“ და „წერითი ყელი“. არ გჯერათ? ახლობელს თქვენი გადაღება სთხოვეთ, როცა კითხულობთ, ან თავად მიაქციეთ ყურადღება ხალხს მეტროში, როცა ისინი ტელეფონს თვალს არ აშორებენ.



დროა დაფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და იმაზე, თუ რამდენ დროს ხარჯავთ ტყუილად, სანამ ფეისბუქს, ინსტაგრამს ან ტვიტერს სქროლავთ. ყოველი თავისუფალი წუთის ტელეფონში გატარებაზე უარის თქმით, მალე შეამჩნევთ, რომ რეალური ცხოვრება უფრო აზრიანია, ვიდრე ვირტუალური.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.