რა არის სხეულის პოზიცია?
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სხეულის ჩვეული მდგომარეობაა. თითოეულ ადამიანს იგი განსხვავებული შეიძლება ჰქონდეს, თუმცა სწორი და ლამაზია გასწორებული გულმკერდი, აწეული კისერი, სწორი მხრები. არავითარი გრეხილები. დგომის მთავარი მიზანია დაიცვას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა გადატვირთვისა და ტრავმებისგან სხეულის ბუნებრივი სისწორისა და კუნთოვანი ბალანსის შენარჩუნებით.
კარგი დგომის უპირატესობები
- კუნთების ეფექტური ფუნქციონირება;
- ტრავმების პროფილაქტიკა;
- ფილტვების დიდი მოცულობა;
- ლამაზი ბიუსტი;
- ფიგურის სიმეტრიული პროპორციები და უფრო ესთეტიკური განლაგება;
- კუნთების დაჭიმვისა და წელისა და კისრის არეში ტკივილების რისკის შემცირება.
არასწორი დგომის ყველაზე გავრცელებული და ძირითადი მიზეზია ტორსისა და ზურგის სუსტი კუნთოვანი ტონუსი. რა იმედებსაც არ უნდა ამყარებდეთ საკუთარ კუნთებზე, ისინი უბრალოდ ვერ გაჩერდება მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში. კუნთები უნდა ავარჯიშოთ, შეასრულოთ საჭირო ფიზიკური დატვირთვები. არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხერხემლის გამრუდებას იწვევს:
- მემკვიდრეობითობა;
- ფეხმძიმობა;
- ჭარბი წონა;
- დეპრესია ან პრობლემები ცხოვრებაში;
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხშირი ტარება;
- არასწორად ჯდომის ჩვევა სამუშაო მაგიდასთან (კისერი წინ, ზურგი დამრგვალებული, მხრები ჩამოყრილი).
სავარჯიშოების გარდა, რომლებიც რეგულარულად უნდა შეასრულოთ, თქვენთვის აუცილებელია:
- სახსრების მოძრაობა;
- პოზის გააზრება და კონტროლი;
- კუნთების ბალანსი ხერხემლის ორივე მხარეს;
- კუნთების კარგი მოქნილობა;
- ძლიერი პოსტურალური კუნთები.
ნავი
არყის ხე
ნახევარ-ხიდი
ტრიუმფი
სასარგებლო თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ დგომის გაუმჯობესებაში
- თუ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, გირჩევთ, დადგათ მაგიდაზე სარკე, რათა თვალი ადევნოთ საკუთარ პოზას.
- როცა დიდხანს გიწევთ კომპიუტერთან მუშაობა, არ დაგავიწყდეთ შესვენება ყოველ საათში. გაწელეთ ზურგი, მხრები და კისერი. გაიარ-გამოიარეთ.
- თუ მაღაზიაში ან ბაზარზე გიწევთ წასვლა საყიდლებზე, გადაანაწილეთ ისინი ორ პაკეტში თანაბრად, რათა არ გადაიხაროთ ცალ მხარეს.
- თუ პრობლემა ძალიან მკვეთრი და გამწვავებულია, შეიძინეთ დგომის კორექტორი.
- გირჩევთ, გაიკეთოთ ხოლმე მასაჟები, კუნთების თვითმასაჟები მოქმედებს პოზაზე(მაგ, მკერდის დაძაბულობა იწვევს ჩამოშვებას), სტრეტჩინგი.
ლამაზი დგომი სხეულის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ივარჯიშეთ რეგულარულად. გარდა იმ სავარჯიშოებისა, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხერხემლის გასწორების იდეალურ საშუალებად ითვლება ცურვაც.