» » » შუა ხნის ქალბატონები გამხდრები არიან როგორც 50-60 წლის ასაკში: როგორ მიიღწევა ეს შედეგი?

შუა ხნის ქალბატონები გამხდრები არიან როგორც 50-60 წლის ასაკში: როგორ მიიღწევა ეს შედეგი?

როგორ მოვიშოროთ ჭარბი წონა, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხეთ რამდენიმე წლის მანძილზე? როგორ ვივარჯიშოთ, თუ არსებობს ორგანიზმის გარკვეული თავისებურებები, ჯანმრთელობის პრობლემები? შეიძლება თუ არა სპორტით დაკავება ვარიკოზის დროს? როგორ შეძლოს შუახნის ქალბატონმა, იგრძნოს თავი მიმზიდველად და ლამაზად, ვარჯიშის დახმარებით? იმედი მაქვს, თქვენთვის ეს ტექსტი სასარგებლო იქნება.



მიმზიდველი შუახნის ქალბატონები

ცხოვრების სწორი წესის სტრუქტურა: ფიგურის შენარჩუნება 50-60 წლის ასაკში

  1. სხეულის ფიზიოლოგია გახდომის სადარაჯოზე
    იაროსლავნა დანილევიჩი ჰიპოკრატის მიდგომის მქონე ტრენერია და მისი მთავარი პრინციპია "არ ავნო!" გახსოვდეთ, ქალბატონებო, ყველაფერი, რასაც საკუთარი სილამაზისა და ფიგურისთვის აკეთებთ, ჯანმრთელობას მხოლოდ უნდა არგებდეს. ვარჯიში და დიეტა არ უნდა იყოს პოტენციურად სახიფათო ორგანიზმისთვის და არ უნდა ქმნიდეს ჯანმრთელობის პრობლემებს. ლამაზი ფიგურა მიღწევადია სხეულის ჯანმრთელობით, ორგანიზმი თვითონაც შეძლებს საჭირო პროცესების ჩაშვებას, რომლებიც მომავალში გარეგნობის გაუმჯობესებას გპირდებათ.
    -"მე ვამბობ: აი, ახლა ჩავჯდებით, მუხლები კი ტერფის თითებს არ უნდა სცდებოდეს. რატომ? ამასაც ავხსნი: შეიძლება სახსრები ერთმანეთს გაეხახუნოს, მოხდეს კომპრესია საპოხზე, რომელიც მომავალში გამოიწვევს ხახუნს, ტკივილებსა და სახსრის გაცვეთას".



  2. ვარჯიშისა და კვების სისტემურობა შედეგის გარანტია
    არ შეიძლება თვეში ხუთჯერ ვარჯიში და შესანიშნავი ფიგურის მიღება მაშინვე. ჩვენ ხომ ბავშვს კვირაში ერთხელ, როცა გამოგვივა, მაშინ არ ვკვებავთ? ჩვენ ვფიქრობთ მის მომავალზე, ჯანმრთელობაზე, სწორ განვითარებაზე და ვცდილობთ, დავარეგულიროთ კვება, რათა იგი რეგულარული და ჯანსაღი იყოს. მაშინ რატომ არ ვექცევით ასევე საკუთარ სხეულს? რატომ არ ვზრუნავთ საკუთარ თავზე მუდმივი ვარჯიშებით?
    -"ფიზიკური დატვირთვები თითქმის ერთსა და იმავე დროს უნდა მოხდეს, თქვენთვის კომფორტულ დროს! ვარჯიში არ უნდა გამოტოვოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ".



  3. ცხოვრების სწორი წესი გახდომის წინაპირობაა
    გარე-ფაქტორები ჩვენზე არაა დამოკიდებული, სამაგიეროდ, ჩვენზე მოქმედებენ. მოქმედებენ ჩვენს სხეულზე, წონასა და ჯანმრთელობაზე, ამასთან რთულია ბრძოლა.. თუმცა, სამყაროში შეუძლებელი არაფერია! თუ სწორად მიუდგებით სხეულის ფიზიოლოგიასა და სისტემატურ სავარჯიშოებს, ყველაფერი გამოვა!
    მჯდომარე სამუშაო ზურგს ანადგურებს. ყველაზე პირველი იწელება კისრის კუნთები, ვინაიდან ისინი ყველაზე მოკლეა. ნიკაპი იმ ქალებში, რომლებიც მჯდომარე მუშაობენ, მუდმივად ჩამოშვებულია მაშინაც კი, როცა არ მუშაობენ და უბრალოდ ისვენებენ. კისრის მონაკვეთიდან დატვირთვა მიდის წვემოთ, მკერდის ნაწილზე, ბეჭებზე. თუ მკერდის ნაწილის კუნთები სუსტია, ჩნდება კუზი, სხეული მუდმივად იღებს ერთსა და იმავე პოზას.

    ამის შემდეგ ზიანდება წელი, ხერხემლის წელის მონაკვეთი. შემდეგ ფეხები, ბოქვენის ნერვები. იწყება რბილი ქსოვილების სიკვდილი, იცვლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება. ზოგიერთ ადამიანს უკვე 38 წლის ასაკში უჭირს დახრა და თასმების შეკვრა. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ყველა ეს პროცესი ურთიერთდამოკიდებულია. დავუმატოთ მჯდომარე სამუშაოს ჭარბი წონაც, ეს 5-7-10 კგ, რომელიც ცხოვრების მანძილზე გროვდება. დატვირთვა? საკმარისად ვერ გამოხატავს მნიშვნელობას.

    ზემოთ თქმულიდან არ გამომდინარეობს, რომ ახლავე უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან. უბრალოდ საჭიროა ზურგთან მუშაობა და კუნთების გამაგრება. თუ ხანგრძლივი დროის მანძილზე ზურგი დამრგვალებულია, მისი აღდგენა საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ.



  4. დრო
    თუ სხეული ჭარბ ცხიმებს წლების მანძილზე აგროვებდა, როგორ შეიძლება მათი მოშორება ერთ კვირასა თუ თვეში? ეს არასწორი მიდგომაა. ორგანიზმი გადაწყობას ვერ მოასწრებს.
    ნუ იდარდებთ, რომ სხეულის გარდასახვა დიდ დროს მოითხოვს. უნდა ისწავლოთ, დატკბეთ ვარჯიშის, ჯანსაღი კვების, ცხოვრების წესის ცვლილებების პროცესით ტკბობა. უნდა იპოვოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ წონაში კლების პროცესში.

    -"ზოგიერთი ქალი ისე ერთობა გახდომის ჯგუფის წევრებთან ურთიერთობით, რომ ეს შთამაგონებელი ხდება ჩემთვის, ისინი კი ვერ ამჩნევენ, როგორ გადის დრო ვარჯიშში, ჭარბი ცხიმები და აუცილებლად დნება."


    საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ყოფნა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თქვენი ცხოვრების ხარისხში. ქალზე უამრავი რამაა დამოკიდებული, მასზეა ბევრი იმედი თუ მოვალეობა. იგი ქმნის ოჯახში ატმოსფეროს, მისგან იღებენ მაგალითს. აუცილებელია, იპოვოთ ბალანსი საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ თავზე იზრუნოთ ისე, რომ შეგრჩეთ ენერგია სხვების შთაგონებისთვის.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.