დღეს „რჩევები“ გაგაცნობთ მოხდენილ და მოდურ მიუნხენელ ქალს ბიბი ჰორსტს, რომელიც 50 წელს ზემოთ ქალებისთვის ბლოგს მართავს. უბრალოდ შეხედეთ, გერმანელი ბლოგერი და სტილისტი 2020 წლის შემოდგომისთვის როგორ მოდურ ლუქებს სთავაზობს ასაკოვან ლამაზმანებს.
მოდური სტილი შემოდგომაზე
ბიბი ჰორსტს ტყუილად არ ენდობიან, რადგან ქალმა 50 წელს გადააბიჯა, მაგრამ თავის ელეგანტურ ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. ამას ახერხებს არა მხოლოდ კარგი ფორმებით, რომლის შენარჩუნებაზეც დიდ ენერგიას ხარჯავს, არამედ ეფექტური ლუქების შექმნით.
- ნახევარპალტო
გსურთ, ამ შემოდგომას საკუთარი თავი რაიმე ორიგინალურით გაანებივროთ? ამ შემთხვევაში მოკლე პალტოთი დატკბით. თუ ასეთ ქვიშისფერ ქურთუკს თეთრ ჯინსებს და ბამბის მაისურს შეუხამებთ, ხალხი გარანტირებულად აღფრთოვანებით შემოგხედავთ. აღსანიშნავია, ფეხსაცმლის სწორი არჩევანი, ასევე მასიური ჩანთა ერთ ფერში. - ჯინსები
ჯინსებით უამრავი ყოველდღიური სტილი შეგიძლიათ შექმნათ, განსაკუთრებით ცივ ზამთარში. გერმანელი ქალი გირჩევთ ჯინსებს შეუხამოთ საქმიანი პერანგი, ელეგანტურად გახსნილი და მხრებზე გადაწეული. მას უჩვეულო ფეხსაცმელი დეკორით შეუხამეთ. თუ ლამაზ ყელზე ხაზგასმა გსურთ, მსხვილ აქსესუარზე იზრუნეთ. აი, წვრილ წელზე აქცენტის გაკეთებას ღია ფერის ქამრით შეძლებთ. - ტრენჩი
ბლოგერი აღიარებს, რომ უნივერსალური ღია ფერის ტრენჩს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად თვლის. გერმანელი მასთან იცვამს ჯინსებს ფართო ტოტებით, ასევე უბრალო პერანგს. კეტები სტილს უფრო არაფორმალურ იერს ანიჭებს, ხოლო ქვიშისფერი–მოცისფრო ჩანთა მის სტილს ასრულებს. - შარვალ–კოსტიუმი
ქალი კომპლექტის ტარებას ხაზს უსვამს, თუმცა კოსტიუმი შეგიძლიათ ცალკე ჩაიცვათ. მის ქვეშ ბლოგერი იცვას ღია ფერის ბლუზს, ხოლო ფეხზე ნებისმიერი კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმას გირჩევთ, რადგან მთავარი აქცენტი დიდ, ფერად ჩანთაზე კეთდება. - სვიტერი
ამ შემოდგომაზე იისფერი სვიტერი მაღალი ყელით ზუსტად ისაა, რაც თითოეულ პატივსაცემ ქალს სჭირდება. ბიბი მას ზამშის შარვალს და ლაკონურ შავ ჩექმას უხამებს. ისღა დაგრჩენიათ ორიგინალური აქსესუარი, მაღალი ვარცხნილობა გაიკეთოთ და ნაცრისფერი ქუჩები გააფერადოთ. - კაბა
გერმანელმა სტილისტიმა იცის, როგორ შეუხამოს ჰარმონიულად ჰაეროვანი კაბა ტყავის ქურთუკს. მართალია, სტილს ქუსლიანი ჩექმებით ავსებს. ამასთან პატარა კლატჩის დაჭერა არ ავიწყდება, რომელიც საშუალებას მოგცემთ თან წაიღოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ამასთან შემოდგომის სტილს სიმარტივეს მატებს. - პერანგი
თეთრი პერანგი, ზემოდან ჯემპრი მოკლე ხელებით – მარტივი და ლამაზია. ამასთან შეგიძლიათ ნებისმიერ ზამშის ან ტყავის (მაგრამ ფერადი) შარვალს შეუხამოთ. ხოლო შარფი, მინიატურული ჩანთა და ფეხსაცმელი ვინტაჟურ სტილში ლუქს მხოლოდ შეავსებს.
რა თქმა უნდა, ბიბი ჰორსტის სითამამე დაკავშირებულია იმასთან, რომ მის ლამაზ ფორმებზე ნებისმიერი ტანსაცმელი კარგად გამოიყურება. მეექვსე ათწლეულშიც კი მოდურად გამოიყურება და შეუძლია ახალგაზრდა გოგოებს კონკურენცია თამამად გაუწიოს.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ასაკოვან ლამაზმანს ნამდვილად შეუძლია სტილის სწორად შერჩევა, ამიტომ 2–ჯერ უფრო პატარა ასაკის ქალებზე უკეთ გამოიყურება. შემოდგომის ბევრი ლუქი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მოდის ჟურნალებში ყოფნას იმსახურებს.