კლასიკური შესრულებით შარვალი ჩინოსი ნატურალური ქსოვილებისგან იკერება, ის კომფორტული და პრაქტიკულია, მოძრაობას არ აფერხებს, რბილი ქსოვილის წყალობით სხეულისთვის სასიამოვნოა და კანს არ აღიზიანებს.
"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რასთან ერთად ჩაიცვათ შარვალი ჩინოსი - ნივთი must have 50 წელს ზემოთ ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს! მერწმუნეთ, ასეთი შარვლის ერთხელ ჩაცმის შემდეგ, ის სამუდამოდ შეგიყვარდებათ.
მოდური ქალური შარვალი
1. თეთრი ჩინოსი და პასტელური ფერის მსუბუქი საზაფხულო პერანგი - შესანიშნავი ლუქია ზაფხულისთვის. პირველ რიგში, თეთრი ფერი სხეულის ნაკლოვანებას დაფარავს, მეორე მხრივ ღია ფერის შარვალში, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არის შეკერილი, ზაფხულში სიცხე ნამდვილად არ შეგაწუხებთ. თუ კოსტიუმს ან ქურთუკს მოიცვამთ და შესაბამისი ფერის აქსესუარს შეურჩევთ, თქვენ თავშეკავებულ და დახვეწილ საქმიან სტილს მიიღებთ, რომელსაც მოთამაშე იერს ღია ფერის შარფი შესძენს.
2. ყავისფერი ფერის ლაკონური სტილის ჩინოსი შესანიშნავად ერწყმის ოქროსფერს - ოქროსფერ ქამარს, ჩანთას, ძვირადღირებულ სამკაულებს. მკაცრი იერი რომ არ შექმნათ, ნაზი თხელი ბლუზი და ნაზი მოსაცმელი დაუტოვეთ.
3. მოდური ჩინოსი, მონოქრომული ქურთუკი, დახვეწილი სამკაული და ელეგანტური სანდლები - არა ბანალური კლასიკური სტილი მზადაა!
4. ერთი ფერის თეთრეულის შარვალი ჩინუსი და მსუბუქი პერანგი მარტივ და ამავდროულად შეუდარებელ სტილს შექმნის. თუ ყოველდღიურ რუტინაში სიცოცხლის შეტანა გსურთ, გირჩევთ ღია ფერის ყელის შარფზე აქცენტი გააკეთოთ.
5. სიმარტივე და ლაკონიურობა - 50 წელს ზემოთ ქალების საუკეთესო მეგობარია. თეთრი ჩინოსი, გრძელი პერანგი - ღია ფერის კედები თავს კომფორტულად, თავისუფლად და განახლებულად გაგრძნობინებთ. თუ ნაზ ქუსლიანებს ჩაიცვამთ, სულ სხვა სტილს შექმნით - რომანტიული და ოდნავ საქმიანი. ასეთ ტანსაცმელში თუ გსურთ მაღაზიაში ჩადით, ან ზღვისპირა რომატიულ საღამოზე წადით.
6. ასეთი მარტივი და თავშეკავებული სტილი თეთრი ჩინოსით თავისთავად კარგია და დიდ აქსესუარებთან ერთადაც. შესანიშნავი სტილი საზაფხულო სეირნობისთვის!
7. თამამი სტილი 50 წლის ქალებისთვის. თეთრი შარვალი ჩინოსი, ღია მხრებით პერანგი, მოდური სანდლები და ჯაჭვის ძეწკვი - აღფრთოვანებული გამოხედვა თქვენ მიმართ გარანტირებული გექნებათ!
8. კიდევ ერთი მაგალითი ყოველდღიური შარვლის ნაკლებად მოსაწყენი სტილი. ღია ფერი ან პრინტი ლუქს სიცელქეს შემატებს, ხოლო სწორად შერჩეული აქსესუარები თქვენგან დედოფალს შექმნის.
9. სამხედრო სტილში დამატებული შარვალი ჩინოსი - ამ ზაფხულის მოდური ტრენდი!
10. რას იტყვით ნაცრისფერ შარვალსა და კლასიკურ პერანგზე? მომგებიანი არჩევანი ყოველდღიური სტილისთვის!
11. ღია ან ვარდისფერი პასტელური ფერი შარვალი ჩინოსი მსუბუქი ქსოვილთან შერწყმული და ამასთან სწორად შერჩეული აქსესუარი კომფორტულ საზაფხულო სტილს შექმნის, რომელიც სამსახურში, სტუმრად ყოფნის ან სეირნობის დროს გამოიყენოთ.
12. ცისფერი - 2018 წლის ცხელი ზაფხულის ყველაზე ტრენდური ფერი! ცისფერის ყველა შესაძლო ფერის შარვალი ჩინოსი შესანიშნავად ერწყმის ყველა ნივთს ქალის გარდერობში, შესანიშნავია როგორც კედებთან, ასევე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელთან. რაც მთავარია - შარვალი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არის შეკერილი, ცხელ ზაფხულში თქვენი საყვარელი ნივთი გახდება.
13. კიდევ ერთი შეუდარებელი იდეა, როგორ ატაროთ თეთრი შარვალი ზაფხულში! ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება აქსესუარის დახმარებით მონოქრომული სტილი რაღაც არაჩვეულებრივად გარდაქმნათ.
ჩინოსი ზაფხულში საუკეთესო შარვალია! თუ თქვენ აქტიური, მიზანდასახული ქალბატონი ხართ, რომელიც ისწრაფვის შექმნას მოდური და ამავდროულად კომფორტული გარდერობი, დროა რამდენიმე მოდური შარვალი შეიძინოთ. საჭირო სიგრძის და ქსოვილის შერჩევით სხეულის ღირსებას სათანადოდ ხაზს გაუსვამთ და ნაკლოვანებას დაფარავთ, ხოლო გონივრულად შერჩეული აქსესუარი თქვენ სტილს განაახლებს.
თქვენ გარდერობში უკვე მოიპოვება მოდური და კომფორტული შარვალი ჩინოსი? გვიამბეთ კომენტარებში, ხოლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!