» » » ბრიჯით მაკრონის კვალდაკვალ : 10 გაბედული ჩაცმულობა 50+ასაკის ქალბატონთათვის

ბრიჯით მაკრონის კვალდაკვალ : 10 გაბედული ჩაცმულობა 50+ასაკის ქალბატონთათვის

თუ 50 წელს მიაღწიეთ, ნუ იტყვით უარს მომხიბვლელად და გამომწვევად ჩაცმაზე, მაშინაც კი, თუ სახეზე ბოროტი ნაოჭები გაგიჩნდათ. ამის მკვეთრი მაგალითია საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯით მაკრონი, რომელიც 65 წლის ასაკში 15 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება და თავს მუხლებს ზემოთ ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებასაც აძლევს.

ნუ ჩაეწერებით "ბებიების სიაში" ნაადრევად! Rchevebi.com-ის რედაწცია მოგიყვებათ, თუ როგორი ტანსაცმლით უნდა შეავსოთ გარდერობი, რათა გამოიყურებოდეთ ლამაზად, მოდურად და მომხიბვლელად.

ტანსაცმელი 50+ ასაკის ქალბატონთათვის
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ბრიჯით მაკრონი ყველაზე განხილვად პერსონად იქცა მოდის სამყაროში. მისი სტილი ცხარე დისკუსიების საგანია, მეორე მხრივ კი - შუახნის ასაკის ქალბატონებისთვის მისაბაძი მაგალითი. სანამ კრიტიკოსები კამათობენ იმაზე, უნდა ატარებდეს თუ არა 50+ ასაკის ქალბატონი მოკლე კაბასა და გამომწვევ კაბებს, საფრანგეთის პირველი ლედი ამტკიცებს:
- "უპირობოდ! 50 წლის შემდეგ, ქალის სტილი მისი პირადი არჩევანია. თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ - ეს თქვენი პირადი პრობლემაა."


მაკრონის ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო არამხოლოდ კოსმეტოლოგიური პროცედურების, არამედ ჩაცმის მანერაშიც მდგომარეობს. ვიწრო ჯინსები, წელში გამოყვანილი ჟაკეტები, მუხლს ზემოთ კაბები - პირველი ლედი უპირატესობას ანიჭებს ნივთებს, რომლებიც 50+ ასაკის ქალბატონებისთვის ტაბუდადებულია. ნუთუ ქალს არ აქვს უფლება, ჩაიცვას ის, რაც სურს, აკეთოს ის, რისი კეთებაც სიამოვნებს და უყვარდეს ის, ვინც უნდა, მიუხედავად მისი ასაკისა?



გარდერობი 50+ ასაკის ქალბატონთათვის
  1. საბაზისო გარდერობის აქტუალური და ხარისხიანი ნივთებით შედგენა გაგათავისუფლებთ ყოველდღიური დილემისგან: "რა ჩავიცვა დღეს?" საბაზისო ნივთებს მიეკუთვნება "ასაკის გარეშე" ტანსაცმელი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ფიგურის მქონე ქალს მოუხდება. იქნება ეს დაქალებთან შეხვედრა, სამსახურში წასვლა თუ რომანტიკული პაემანი - ნებისმიერ სიტუაციაში საბაზისო ნივთები გამოგადგებათ.



  2. მდიდრული კოსტუმი must have ნივთია გარდერობში შუა ხნის ასაკის ქალისათვის! ასეთი ჩაცმულობა მოგანიჭებთ ქალურობას, მიმზიდველობასა და სიმკაცრესაც კი. არაფერი ზედმეტი - მხოლოდ ფიგურის შესაფერისი შარვალი და მოდური პიჯაკი.



  3. ვინ თქვა, რომ ელეგანტურ ასაკში ქალს არ უხდება კომფორტული ყოველდღიური შარვალი? მთავარია - შეარჩიოთ შესაფერისი დაფარვისა და სტილის მქონე ტანსაცმელი, რომელიც ფიგურას გამოკვეთს და შენიღბავს ნაკლს.



  4. ბრიჯით მაკრონი - კაბების ცნობილი მოყვარულია, ამასთან, პირველი ლედი არ ცდილობს თავისი ფეხებს დამალვას და თამამად ანიჭებს უპირატესობას მინი-სიგრძეს. კაბა-ფუტლარი, კაბა-ხალათი, არომატული კაბა - ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს ნებისმიერი ქალის გარდერობში.



  5. ასეთი კლასიკური ქვედა-ბოლოები ხნიერ ქალბატონს დაეხმარება ყოველდღე სხვადასხვა გარეგნობის მიღებაში. მკაცრი მოდელები სწორი დაფარვით, მარტივად დაუმატებს გარეგნობას ქალურობას, ფიგურას კი - სისწორეს. რა თქმა უნდა, ქვედა-ბოლოს შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფიგურის ტიპი.



  6. საბაზისო ბლუზის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ქსოვილზე. მასალა უნდა იყოს ნატურალური, მსუბუქი, ოღონდ არა გამჭვირვალე. სხვათაშორის, 50+ ასაკის ქალბატონებზე მამაკაცური ბლუზები და პერანგები არაჩვეულებრივად უხდება ჟილეტებსა და აქსესუარებს.



  7. ქაშმირის სვიტრი - ნივთია, რომლის გარეშეც ხანში შესული ქალბატონის გარდერობი წარმოუდგენელია. ეს ტანსაცმელი იმდენად უნივერსალური და ლაკონურია, რომ მასში შეგიძლიათ წახვიდეთ ოფიციალურ მიღებაზე ან შვილიშვილებთან ერთად სასეირნოდაც კი.



  8. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მადამ მაკრონი უპირატესობას წვრილ ქუსლებს ანიჭებს. თუმცა, თუ კომპლექცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გიწყობთ მათ ტარებაში ხელს, ჩაანაცვლეთ წვრილი ქუსლები შედარებით დაბლით, თუმცა მყარი ქუსლით. თუმცა, სანდლების, ლოფერებისა და ბალეტკების გარეშე ნამდვილად ვერ გაძლებთ.



  9. შეუდარებელი ჟაკეტი - ტანსაცმელი, რომლის გარეშეც საფრანგეთის პირველ ლედის ვერც კი წარმოვიდგენთ. როგორც ჩანს, მადამ მაკრონს ჟაკეტების მთელი კოლექცია აქვს: კანისფერი, ალისფერი, შავი, ცისფერი. რეკომენდებულია, მიბაძოთ მაკრონს და ჩაცმულობა ლაკონური ჟაკეტით დაასრულოთ.



  10. და მაინც, რას გახდებით შესაფერისი აქსესუარების გარეშე! გარდერობში აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს რამდენიმე კლასიკური ჩანთა, რომლებსაც განწყობის მიხედვით გამოიყენებთ.


ასაკში ყველა ქალბატონს როდი შეუძლია მოკლე კაბებისა და ვიწრო შარვლების ჩაცმა. მოიხდინეთ ის, რაშიც კომფორტულად გრძნობთ თავს, მადამ მაკრონი კი ამის ნათელი მაგალითია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.