» » » უკვე 40-ის ხართ? შეიძლება, 50? მაშინ 2018 წლის მოდური ვარცხნილობის იდეები სწორედ თქვენთვის არის.

უკვე 40-ის ხართ? შეიძლება, 50? მაშინ 2018 წლის მოდური ვარცხნილობის იდეები სწორედ თქვენთვის არის.

ქალი ასაკის მიუხედავად მაინც ქალად რჩება. და როგორც ცნობილია, ქალები არ ბერდებიან, არამედ უფრო ჭკვიანები, ელეგანტურები და მიმზიდველები ხდებიან გარეგნობის ცვლილებების გათვალისწინებით. გვსურს თუ არა ეს ცვლილებები მხედველობაში უნდა მივიღოთ. 

თუ თქვენ 40 წელს გადააბიჯეთ - უფრო მეტი ყურადღება სწორედ თმებს უნდა მიაქციოთ! ბალზაკის ასაკში შესვლისას სახის და სხეულის ცვლილებების დარეგულირებას სწორედ ვარცხნილობის დახმარებით შეძლებთ, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ იმის მიუხედავად 40 წლის ხართ, თუ 50-ის. 

სანამ ვარცხნილობის შერჩევას შეუდგებით, გამაახალგაზრდავებელ ვარცხნილობების გაცნობას გირჩევთ. "რჩევების" რედაქციამ სწორედ თქვენთვის, 40 წელს ზემოთ ქალებისთვის 2018 წლის მოდური 17 მოდური ვარცხნილობა შეარჩია. იყავით ისეთივე ლამაზი, როგორც ახალგაზრდობაში!

საშუალო სიგრძის თხელი თმები

  1. დაგრძელებული კარე თავის აქტუალობას 2018 წელსაც არ კარგავს. ვარცხნილობა კარე თმის მოცულობას ხაზს გაუსვამს, მაშინაც კი თუ თმა ბუნებრივად სქელი არაა. 




  2. უკვე 40-ის ხართ? შეიძლება, 50? მაშინ 2018 წლის მოდური ვარცხნილობის იდეები სწორედ თქვენთვის არის.

  3. კარესთან ერთად ყურადღება დაგრძელებულ ბობს მიაქციეთ. ეს ქალური და ელეგანტური ვარცხნილობა ყოველდღე სხვადასხვა იმიჯის შექმნის საშუალებას მოგცემთ! ასეთი ვარცხნილობა დინამიურ და ნათელ იერს მოგანიჭებთ. 






  4. ბობი-კარეს ვარიაცია 2018 წელს მრავალფეროვნებით და სითამამით გამოირჩევა. ამ აქტუალურ ვარცხნილობას შეგიძლიათ დაუმატოთ დინამიური გრადაციები, სიგრძის სწრაფი ცვლილება, აპარსული კეფა.






  5. 2018 წელს ყველაზე მოდური კი "პიქსი" და "მოკლე ბობი" იქნება. "პიქსის" განსაკუთრებული თავისებურება - თხელი ჩოლკა სხვადასხვა სიგრძეში აჭრილი და ფიგურული, ხშირად სტრუქტურირებული ბოლოები. 






  6. მოკლე კარე-ბობი ორი ექსტავაგანტული და ქალური ვარცხნილობის კიდევ უფრო მოდურ ნარევს წარმოადგენს. ასეთი ნარევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილებების ვარიანტი მრავალია, რაც ადამიანს სასურველი ვარცხნილობის შერჩევის საშუალებას აძლევს შერჩეული ლუქის და გარეგნობის ინდივიდუალური განსაკუთრებულობის მიხედვით. 






  7. ამ ვარიანტით, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ! მოდური და გემოვნებიანი, ასე არაა?






  8. კარგი ვარიანტია ასევე კასკადი. ამ ვარცხნილობით მრავალფეროვანი სურათის შექმნას შეძლებთ  დაწყებული ბიზნეს ქალიდან დამთავრებული რომანტიული ქალით. შეგიძლიათ ვარცხნილობის დაყენებაზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ: დაიხვიოთ, ტალღისებურად დააყენოთ ან იდეალურად დაისწოროთ! ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებასა და განწყობაზე არის დამოკიდებული. 






  9. ჭაღარას მოსაშორებლად თმის შეღებვას შეგიძლიათ მიმართოთ. სწორედ ასეთი შემთხვევაში შეგიძლიათ ფერის ექსპერიმენტი ჩაატაროთ. 40 წელს ზემოთ ქალებს ექსტრავაგანტული ფერის შერჩევას არ ვურჩევთ. უმჯობესია თუ კლასიკურ ვარიანტს მიანიჭებთ უპირატესობას, რომელიც თქვენ ღირსებას მომგებიანად ხაზს გაუსვამს. ცვლილების მწვავე სურვილის შემთხვევაში, ყურადღება შოკოლადისფერ, თაფლისფერ და ნათელ ფერებს მიანიჭეთ. 






  10. თქვენი გარეგნობის შექმნის დროს გახსოვდეთ, რომ 40-50 წლის შემდეგ ქალების მოვლა და ზრუნვა მათ გამოცდილებას და სტატუსს უნდა შეესაბამებოდეს. 




რედაქციის რჩევა:

სტილისტების აზრით, სწორად შერჩეული ტანსაცმელი, უნაკლო მაკიაჟი და კარგი ვარცხნილობა ქალს ზრდასრულ ასაკში უფრო კარგად აახალგაზრდავებს, ვიდრე ყველაზე რთული პლასტიკური ოპერაცია. 40 წელს ზემოთ ვარცხნილობის შერჩევაში სტილისტი დაგეხმარებათ. თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ გავითვალისწინებთ ყოველი ვარცხნილობის გამოცდა არ დაგჭირდებათ. საუკეთესო ვარცხნილობის შესარჩევად შეგიძლიათ მაგალითისთვის პარიკი ან კომპიუტერული გრაფიკი გამოიყენოთ. საჭიროა მხოლოდ სურათი, ხოლო სპეციალური პროგრამა ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით საჭირო სიგრძის და ვარცხნილობის მოდელს შეგირჩევთ. 

გახსოვდეთ, რომ ასაკი - თქვენი აყვავებული სილამაზის დაბრკოლება არაა! საჭიროა მხოლოდ ვარცხნილობის სწორად შერჩევა და მიმზიდველი ქალი გახდებით აყვავების პერიოდში. 

ვიმედოვნებთ, თქვენი შთაგონება მოვახერხეთ. არ დაგავიწყდეთ, მოდური ვარცხნილობის იდეები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.