» » » ზრდასრულ ასაკში ჩუტვავილას ვირუსის დროს სველი სახვევები გაიკეთეთ

ზრდასრულ ასაკში ჩუტვავილას ვირუსის დროს სველი სახვევები გაიკეთეთ

„როგორ ვიმკურნალოთ ჩუტყვავილა უფროსებში? პატივისცემით, მუსტაფა“.


წერილს პასუხობს ბორის სკაჩკო, კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი და ექიმი ფიტოთერაპევტი.

ჩუტყვავილა უფროსებში უფრო მწვავედ ვითარდება, ვიდრე ბავშვებში, ზოგჯერ ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებაც ახლავს. ამის მიუხედავად, ამ დაავადების მკურნალობა სხვადასხვა ასაკის ადამიანთა ჯგუფებში მსგავსია.

დაავადების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, სახლში უნდა დარჩეთ, სასწავლო დაწესებულებში (თუ სტუდენტი ხართ) ან სამსახურშიარ წახვიდეთ და ა.შ. პაციენტმა წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას.


თუ ტემპერატურა 38,4 გრადუსზე მაღალია, სიცხის დამწევი მედიკამენტი მიიღეთ.

გამონაყარის ირგვლივ კანის ქავილის და უსიამოვნო შეგრძნების მოშორებაში სველი სახვევები დაგეხმარებათ. ამისთვის თეთრეულის ქსოვილი აიღეთ, 15-20 გრადუსი ტემპერატურის წყალში დაასველეთ და პაციენტს შემოახვიეთ. ასეთი პროცედურა დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ.

აღსანიშნავია, რომ გამონაყარზე ბრილიანტის მწვანის წასმა, როგორც ამას ხშირად აკეთებენ, სამკურნალო ეფექტს არ იძლევა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.