სხეულის და კიდურების კანზე, თავის თმიან ნაწილზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ვარდისფერი გამონაყარი. მისი ზედაპირი აქერცლილია, რაც ძლიერდება მოფხეკის შედეგად. გამონაყარის ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს, პერიფერიაზე გადავიდეს და შექმნას საკმაოდ მსხვილი კერა ან რგოლისებრი ელემენტები. ხშირად ფსორიაზის გამონაყარი სიმეტრიულია, განსაკუთრებით იდაყვისა და მუხლის სახსართა არეში, სადაც ზოგჯერ შესამჩნევია ე.წ. "მორიგე ფსორიაზული ბალთები", რომლებიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარებიან და ძლებენ სხვა ადგილებში გამონაყარის გაქრობის შემდეგაც.
თავის თმიან ადგილზე დაზიანება შეიძლება იყოს დიფუზური ან ბუდობრივი ჭარბი ქატოსებრი ანაქერცლით. ზოგჯერ აღინიშნება მხოლოდ თავის თმიანი ნაწილის კანის იზოლირებული დაზიანება. სხვა შემთხვევაში ფსორიაზით ზიანდება სახსრები, ფრჩხილები და ძალიან იშვიათად ლორწოვანი გარსი,
ფსორიაზი ხანგრძლივი, დუნედ მიმდინარე დაავადებაა. გამონაყარის რეციდივი ხშირია ნერვულ-ფსიქიკური განცდების, გაციების, ინფექციური ან შინაგანი დაავადების მოხდის შედეგად.
მკურნალობა:
- 10-12 წუთით დაიდეთ სოჭის ზეთის აპლიკაცია.
- ფსორიაზის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქრისტესისხლას. ამ მცენარეს იყენებენ როგორც დამოუკიდებლად ნახარშის, წყალზე და სპირტზე ნაყენის სახით, ასევე სხვა მცენარეებთან ნარევში. აიღეთ ქრისტესისხლას ბალახი - 0,5 ს/კ, სამფერა იის ბალახი - 0,5 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,25 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ამავდროულად, რეკომენდებულია ქრისტესისხლას ცხელი ნახარშის აბაზანების მიღება: 100 გრ ბალახს დაასხით 4 ლ ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 1 სთ, ჩაასხით აბაზანაში, რომლის წყალის ტემპერატურა უნდა იყოს 40-50 გრადუსი. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე და ჩვეულებრივ 5-10 წუთს შეადგენს.
- ფსორიაზის პროგრესირებადი ფორმის დროს აიღეთ კატაბალახას ფესვი - 1 წილი, ტუხტის ფესვი - 1 წილი, კრაზანას ბალახი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4-5 სთ, უმჯობესია მოათავსოთ თერმოსში, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თბილ ნახარში 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.