როგორ ვუმკურნალოთ კოლიტს (შეკრულობას):
- სტაფილოს წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით დღეში 3-ჯერ.
- ერთი ჩ/ჭ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე.
- ოთხი - ხუთი ძირი მრავალძარღვა 10-15 წთ ადუღეთ 2 ლ წყალში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ არყის ჭიქით. შეგიძლიათ დაატკბოთ.
- ერთ ჩ/ჭ ანადუღარ ცივ წყალს დაუმატეთ 2 ს/კ მაწონი და 1 ს/კ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. მიიღეთ უზმოზე.
- ერთი კგ მრავალძარღვა ადუღეთ 3 ლ წყალში, ვიდრე 1,5 ლიტრზე დადუღდება. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 50 გრ თითო მიღებაზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე 3 თვის შუალედებით.
- მიიღეთ ალოეს წვენი დღეში 3-ჯერ ს/კ-ით.
- დილა-საღამოს მიიღეთ პიტნის წვეთებდამატებული სიმინდის ზეთი.
- კოლიტის მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს საზამთროს ქერქი. 80-100 გრ გამომშრალ საზამთროს ქერქს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს. ნახევარ ჭიქა ნაყენს სვამენ დღეში 4-6-ჯერ. ეს უებარი საშუალებაა მსხილი ნაწლავის მწვავე ქრონიკული ანთების დროს.