» » » როგორ დავამარცხოთ გრიპი: ცნობილი ექიმის ეჭვგარეშე რეკომენდაციები

როგორ დავამარცხოთ გრიპი: ცნობილი ექიმის ეჭვგარეშე რეკომენდაციები

როცა ვირუსული დაავადებების სეზონი იწყება, ყველას ერთი და იგივე საკითხი აწუხებს - როგორ არ გავხდეთ ავად, თუ ეპიდემია უკვე საახლობლოშიც გავრცელდა? როგორ ვიმკურნალოთ სწორად, თუ უკვე ავად ვართ? რა გავაკეთოთ, თუ მაღალი ტემპერატურა გვაქვს?
რჩევების რედაქცია გთავაზობთ უკრაინელი ექიმის, ევგენი კომარენკოს რეკომენდაციებს გრიპთან დაკავშირებით.

გრიპის პროფილაქტიკა
  1. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აიცერით გრიპის საწინააღმდეგოდ მთელი ოჯახით.
  2. ვირუსების წინააღმდეგ პროფილაქტიკური საშუალება არ არსებობს. არავითარი ხახვი, ნიორი, ნაყენი თუ ტაბლეტები არ დაგიცავთ რესპირატორული ვირუსისგან, ზოგადად, და არც გრიპის ვირუსისგან, კონკრეტულად.
  3. ვირუსის წყარო - ადმაიანია. რაც უფრო ნაკლები ადამიანია ირგვლივ, მით უფრო ნაკლებია დაავადების შანსი. კარანტინი ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
  4. ნიღაბი უნდა ატაროს დაავადებულმა, რათა არ გადასდოს ჯანმრთელებს. ნერწყვის წვეთები დაავადებულისა დარჩება ნიღაბზე, ამიტომ ვირუსი ვერ გავრცელდება,
  5. ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ დეზინფექციის საშუალებები, სველი ხელსაწმენდები(თუ ხელის დაბანის საშუალება არაა).
  6. ჰაერზე სეირნობას ეპიდემიის დროს არავინ კრძალავს: სეირნობის დროს დაავადება შეუძლებელია. მოერიდეთ მხოლოდ ხალხის დაჯგუფებებს.
  7. შეინარჩუნეთ სახლში ოპტიმალური ტემპერატურა: 20 °С-მდე ტემპერატურა, ტენიანობა - 50–70 %. იატაკის სველი დალაგება, მტვრის გადაწმენდა სასურველია უფრო ხშირად: სიცივის დროს გამათბობელი სისტემები აშრობს ჰაერს, რაც ხელს უწყობს ვირუსის გამრავლებას.
თუ გრიპი უკვე დაგემართათ:
გრიპის მკურნალობა
  1. აუცილებლად თბილად ჩაიცვით, ოღონდ ოთახში შეინარჩუნეთ სიგრილე და ტენიანობა.
  2. არ აიძულოთ თავს ჭამა! თუ საჭმელი გინდათ, აირჩიეთ რამე მსუბუქი, წვნიანი, ნახშირწყლებით გაჯერებული.
  3. მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღებაც! მიირთვით ჩაი, კომპოტები, ნახარშები და მინერალური წყალი.
  4. ცხვირი უნდა დაიტენიანოთ მარილის ხსნარით და რეგულარულად გამოიბანოთ.
  5. თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, მიიღეთ მხოლოდ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. კატეგორიულად დაუშვებელია ასპირინი.
  6. ვირუსული ინფექციები არ იკურნება ანტიბიოტიკებით. ეს საშუალება ზრდის გართულებების რისკს.
  7. არავითარი ამოსახველებელი საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.