» » რაში გამოვიყენოთ საპნის პატარა ნარჩენები

რაში გამოვიყენოთ საპნის პატარა ნარჩენები

ბაღში და ნაკვეთზე მცენარეების დასამუშავებელი თანამედროვე პრეპარატები ყოველთვის ისეთი უსაფრთხო არაა, როგორიც გვგონია. ამასთან, საჭირო მომენტში საჭირო პრეპარატი ხელთ შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ. დასამწიფებელ მოსავალს კი ქიმიური საშუალებით ვერ დაამუშავებთ.

ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ საშინაო, დროით გამოცდილი საშუალება, რომელიც უსაფრთხო და ეფექტურია, თავისი ნატურალობის წყალობიით. ხელმისაწვდომი მასალაა ჩვეულებრივი სარეცხი ან კოსმეტიკური საპონი. იგი იაფია და თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება.

საპონი მებაღეობაში



ბაღი პატარა და დიდი მავნებლებისგან რომ დაიცვათ, დაწყებული ძუძუმწოვრებით, დასრულებული მწერებით, დაგჭირდებათ რამდენიმე ხელმისაწვდომი საშუალება.

დაგჭირდებათ
  • საპნის ნარჩენები
  • ქსოვილი ან მზა ქსოვილის ტომრები
  • დანა
  • სტეპლერი
  • ხის კავები


სამუშაოს მსვლელობა
  1. დაჭერით საპონი დიდ ნაჭრებად და ჩაალაგეთ ქსოვილის ტომრებში.
  2. დაასტეპლერეთ ტომრების კიდეები, საპონი რომ არ გადმოცვივდეს. არ შეკრათ ისინი სრულად, საპნის სუნი თავისუფლად უნდა გამოდიოდეს.
  3. ბაღის პერიმეტრზე ჩაარჭეთ ხის კავები და დაკიდეთ მათზე საპნიანი ტომრები.
  4. საპნის ნარჩენები შეგიძლიათ წვრილად დაფშვნათ და მოაყაროთ მცენარესა და ნიადაგს, რათა მავნებლებისგან დამატებითი დაცვა უზრუნველყოთ.

სუნი, რომელსაც საპონი გამოყოფს, აღიზიანებს მავნებლებს და ხელს უშლის თქვენს ნაკვეთზე გადაადგილებაში. წვიმის დროს სუნი მხოლოდ ძლიერდება - უკეთესი!

გახსოვდეთ, რომ საპონი რეგულარულად უნდა შეცვალოთ, მიღწეული ეფექტი რომ არ შესუსტდეს. ყურადღება გაამახვილეთ არომატულ მყარ საპონზე - სწორედ მას აქვს მაქსიმალური ეფექტი. ნეიტრალური სუნის საპონს სასურველი შედეგი არ ექნება.

მავნებლებთან ბრძოლის ამ მეთოდის ძირითადი უპირატესობა ნატურალურობაა. საპონი არ ტოვებს მავნე ნივთიერებებს ბოსტნეულზე, ხილსა და ფლორის სხვა წარმომადგებლებზე. იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც აფრთხობს, აგრეთვე, გარემოსთვისაც.

ეს მარტივი, თუმცა ეფექტური მეთოდი აქტიურად გამოიყენება მას შემდეგ, რაც მოდაში ორგანული შენელება დაბრუნდა. გამოიყენეთ ეს საშუალება და ნახავთ, რა ლამაზი და უსაფრთხო იქნება თქვენი მიწის ნაკვეთი. აუცილებლად გაუზიარეთ ხრიკი მეგობრებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.