დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ ხალხურ მალამოს, რომლის დახმარებითაც პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 20 გრამი სარეცხი საპონი;
- 50 გრამი დაქუცმაცებული ხახვი;
- 1 ს.კ არაჟანი;
- 1 ს.კ თაფლი.
მომზადება:
სარეცხი საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დამზადებული მალამო წაისვით თხელ ფენად კანის პრობლემურ ზედაპირზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე მოიხსენით სახვევი და დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილება თვალსაჩინო იქნება.
ეს მალამო არაჩვეულებრივია არა მხოლოდ კოჟრების მოსაშორებლად, არამედ ქუსლების და ზოგადად ფეხების კანის მოსავლელად.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!