» » » კუპრის საპონი: არანაირი ოფლი, აკნე და თმის ცვენა. თეთრებად ღირებული საშუალება დაგეხმარებათ

კუპრის საპონი: არანაირი ოფლი, აკნე და თმის ცვენა. თეთრებად ღირებული საშუალება დაგეხმარებათ

თუ თვლით, რომ აკნეს მოსაშორებლად ან ქერტლთან და თმის ცვენასთან ბრძოლისთვის სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებში ბევრი თანხა უნდა დახარჯოთ, ძალიან ცდებით. დღეს "რჩევების" რედაქციას სურს შეგახსენოთ საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ დიდ ბებიებს ეხმარებოდა. ეს კი კუპრის საპონია. 

ეს ნამდვილად სასწაულმოქმედი საშუალება აბსოლუტურად ბუნებრივი საპონი (მის შემადგენლობაში საღებავები, კონსერვანტები, პარფიუმერებული არომატები არ არის) დიდი ხანია თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი, სწორედ ამიტომ კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება და ხშირად მას ექიმებიც ნიშნავენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. 

კუპრი - შესანიშნავი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. მას არყის ხის ქერქისგან ღებულობენ, რომელსაც დიდი ხანია ხალხში მწვანე აფთიაქს უწოდებენ. 

არყის კუპრი ქერქის ზედაპირის მშრალ ნაწილს წარმოადგენს. ეს სქელი ზეთოვანი სითხეა, რომელსაც წებოვანი თვისებები არ აქვს. არყის კუპრს სპეციფიკური იშვიათი სუნი აქვს, რომელიც საპონშიც არის. აქედან მიიღო საპონმა თავისი დამახასიათებელი ფერი - შავი, ზოგჯერ მოცისფრო-მომწვანი ან მომწვანო-ცისფერი ფერებით. 



კუპრის საპნის თვისებები

1. სახის კანისთვის

თუ ანთების მკურნალობით და სახიდან აკნეს გამოდევნით დაიღალეთ, საქმეში აუცილებლად კუპრის საპონი ჩართეთ. ამ გამოცდილ საშუალებას შესანიშნავი გამომშრობი და შემახორცებელი თვისება აქვს. გარდა ამისა, კუპრის საპონი ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს, ასე რომ გამოყენების უკუ ჩვენებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. 



2. ქერტლის საწინააღმდეგოდ

​საპონი თავის კანზე მცირე ბზარების შეხორცებას ხელს უწყობს. ის ბუნებრივი უნიკალური კომპონენტების წყალობით ქერტლის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია. გარდა ამისა, კუპრის საპონი - საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება არის თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. 



გამოსაყენებლად თმა კარგად დაისველეთ, კუპრის საპონი ძირებზე წაისვით, შემდეგ მთელ სიგრძეზე. რამდენიმე წუთში აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ. გამოყენების შემდეგ ბალზამი ან მკვებავი ნიღაბი წაისვით. 2 კვირაში რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ქერტლი გაქრება. 



3. კანის დაავადება

დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა და ბევრი დაავადება თქვენთვის არაფერი იქნება! არყის საპონი კანს შესანიშნავად ახორცებს და უჯრედების სწრაფ რეგენერაციას ხელს უწყობს. კუპრის საპნის წყალობით სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. 



4. ინტიმური ჰიგიენა

კუპრის საპონი სხვადასხვა ინფექციების, ვირუსებისა და სოკოსგან დაგიცავთ. ასევე საშოს სოკოს დროს შესანიშნავი დამხმარე იქნება. 



5. ჭრილობის დამუშავების დროს

კუპრის საპონის შემადგენლობაში 10 % კუპრია, ხოლო დანარჩენი 90% - ჩვეულებრივი საპონია. მასში შედის სასარგებლო ტუტე და ფენოლური წარმოებები, რომლებიც ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს ანადგურებენ. 

სწორედ ამის წყალობით საპონი ჭრილობის დასამუშავებლად და კანის სხვა დაზიანებების დროს აქტიურად გამოიყენება. ის პათოგენური აგენტების აქტიურობას, ინფექციების და ანთების წარმოქმნას ხელს უშლის. 



6. ოფლისგან დაცვა

ზაფხულში კუპრის საპნით შეგიძლიათ იღლიები და ფეხები დაიმუშაოთ. საპონი ბევრ რეკლამირებულ პროდუქტზე უკეთ მუშაობს. არა მხოლოდ აქრობს სუნს, არამედ ოფლის გამოყოფასაც ამცირებს. 

უსიამოვნო სუნის მიუხედავად, საპონი ადვილად ჩამოიბანება, ხოლო ოფლის სუნს დიდი ხნის განმავლობაში ანეიტრალებს.



7. პარაზიტებთან ბრძოლა

რა თქმა უნდა, მათ მოსაშორებლად უფრო ბევრი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ საპონი აბსოლუტურად ნატურალურია და გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევს. ასევე ბავშვებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ!



8. ფეხის სოკოს დროს

სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით ფეხები კუპრის საპნით ხშირად დაიბანეთ. პერიოდულად ნიღბები გაიკეთეთ, საპნის ქაფი ფეხებზე დაზიანებულა არეზე 5-15 წუთით გაიჩერეთ. 



კუპრის საპონს ერთი უსიამოვნო ეფექტი აქვს - ეს სუნია. სხეულიდან და ხელებიდან სუნი სწრაფად ქრება. აი თმიდან, სამწუხაროდ გამოყენების შემდეგ ბოლომდე რჩება. თუმცა სუნის შერბილება წყლის და ძმრის შესხმით ან წყალში ლიმონის წვენით დამატებით შეიძლება. ასევე შეგიძლიათ თმის კონდიციონერები გამოიყენოთ. 

უმჯობესია კუპრის საპონი მაშინ გამოიყენოთ, როცა მის სუნზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. 

რედაქციის რჩევა

ყურადღება მიაქციეთ, რომ კუპრის საპონი მხოლოდ გარედან შეიძლება გამოიყენოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის. საპონი მხოლოდ გარეგნულ უსიამოვნებებს ებრძვის. სწორედ ამიტომ სრულყოფილი მკურნალობის ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ, რომ დაავადების მიზეზი გაიგოთ და სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროთ. 



არ დაგავიწყდეთ ეს სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიაროთ, თქვენი შთაბეჭდილებები კი კომენტარებში მოგვწერეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Ninako от 25 ოქტომბერი 2018 13:40
kaiaa mec vsargeblob
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.