» » » არყის ხის კუპრი: მავნებლებისგან თავდაცვა წვეთი ქიმიის გარეშე

არყის ხის კუპრი: მავნებლებისგან თავდაცვა წვეთი ქიმიის გარეშე

ზაფხულში სხვადასხვა სახის მავნებლები ყველაზე დიდი თავის ტკივილია აგარაკის და ფერმერების მფლობელებისთვის. რა თქმა უნდა, ახლა ბევრი საშუალება არსებობს, რომლებიც თავმომაბეზრებელი მწერების მოშორებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ყველა ეს შხამი და ქიმიაა. ისინი მოსავლის ხარისხს ამცირებენ. თქვენ ხომ ნატურალური და მაქსიმალურად სასარგებლო მოსავალი გსურთ, რა უნდა გააკეთოთ? როგორ მოიშოროთ მავნებლები ქიმიის გარეშე?

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ უნივერსალური და ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც მავნებლების წვეთი ქიმიის გარეშე მოგაშორებთ. 

არყის ხის კუპრი მავნებლების საწინააღმდეგოდ

არყის ხის კუპრს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული. დღეს გიამბობთ იმის შესახებ, რატომ არის არყის ხის კუპრი მებაღეების და აგარაკის მფლობელების შეუცვლელი დამხმარე. თავისი არსით, ეს არის ბიოლოგიური რეპელანტი და ინსექტიციდი, რომელიც ბევრ მავნებელზე გავლენას ახდენს. 

1. კოლორადოს ხოჭო

არყის ხის კუპრს სპეციფიკური სუნი აქვს, სწორედ სუნის წყალობით ბევრ მწერს თავიდან მოიშორებთ. მისი ​თავის მოსაბეზრებელ კოლორადოს ხაჭოსაც ეშინია. მათ მოსაშორებლად 10 ლიტრა წყალში დიასახლისის საპნის ნახევარი გახსენით, შემდეგ კი 2 ჩ/კ კუპრი დაუმატეთ. ამ ხსნარით კარტოფილის ფოთლები, ასევე ნიადაგიც დაამუშავეთ. 

ასევე შეგიძლიათ კარტოფილი დარგვამდეც დაამუშაოთ: უბრალოდ კარტოფილი არყის ხის კუპრის ხსნარში ამოავლეთ( 1 ს.კ 10 ლ წყალზე). 



2. კომბოსტოს ბუზი

ეს პარაზიტი ყველა მებაღისთვის ცნობილია. სახელის მიუხედავად, არა მხოლოდ კომბოსტოს, არამედ სხვა კულტურებსაც ზიანს აყენებს, მათ შორის: ბოლოკი, თალგამი, პირშუშხა და სხვა. ამ მწერების მატლი - ბოსტნეულისთვის ნამდვილი თავდასხმაა. აქაც კუპრი დაგეხმარებათ. 

მცენარე რომ პარაზიტებისგან დაიცვათ და მათ კვერცხის დადების საშუალება რომ არ მისცეთ, ნიადაგი კომბოსტოს ფურცლებით დაფარეთ, რომლებიც კუპრის ხსნარში (1 ს/კ 10 ლ წყალზე) იქნება ამოვლებული. პროცედურა გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ, ხოლო შემდეგ აგვისტოში გაიმეოროთ. 

კომბოსტოს ბუზი, კომბოსტოს პეპლები კომბოსტოს თავს არ მოაბეზრებენ, თუ მას არყის ხის კუპრის ხსნარით მორწყავთ. რამდენჯერმე უნდა მორწყათ. 



3. ჩრჩილი

ალბათ, ყველაზე გაუმაძღარი მავნებელი, რომელთაც ფერმერები შეხვედრიან. მისთვის ნებისმიერი ამინდი კარგია. ყველა მებაღემ იცის, თუ ჩრჩილი ჯანსაღ პროდუქტს რამდენად სწრაფად რაღაც საშინელებად გადააქცევს. ამ გაუმაძღარს ერთი სუსტი წერტილი აქვს - მას კუპრის სუნი არ მოსწონს. მათ მოსაშორებლად კუპრი ან კუპრის საპონი გამოიყენეთ. 

50 გრ საპონი დააქუცმაცეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ბოლომდე გახსნის შემდეგ 5მლ კუპრის ნაყენი დაუმატეთ. მიღებული ხსნარი 20 ლიტრ წყალში გახსენით. ნარევი აურიეთ და მისი დახმარებით ხის და ბუჩქების ფოთლები, ღეროები და ტოტები დაამუშავეთ. დამუშავების პროცედურა თვეში ორჯერ გაიმეორეთ. ხსნარი ხეების და კიტრის, ჟოლოს და კომბოსტოს ბუჩქებისთვისაც გამოდგება. 



5. ჭიანჭველები

ჭიანჭველები აგარაკზე - უსიამოვნო მოვლენაა. თქვენს ნაწილზე გადმოსვლის სურვილი რომ დაუკარგოთ, ხის და ბუჩქების ადგილები კუპრში დასველებული ქსოვილით დაამუშავეთ. ჭიანჭველები, რომლებიც აგარაკზე ცხოვრობენ, შეიძლება გაისტუმროთ, თუ მათ ბუდეში რამდენიმე წვეთ არყის ხის წვეთს დაუმატებთ. ამ სუნს ისინი ვერ უძლებს, ამიტომ ტერიტორიას მალე დატოვებენ. 



6. ვაშლის ნაყოფჭამია

მებაღეების კიდევ ერთი კოშმარი. ნაყოფჭამია კულტურებს აზიანებს და მშვენიერ წვნიან ნაყოფს აფუჭებს. არყის ხის კუპრით დამუშავება ვაშლებს თავდასხმებისგან იხსნის. თქვენი მოსავლის დასაცავად, ხეები შეგიძლიათ ამ სურნელოვანი ხსნარით დანამოთ. 10 ლ წყალზე 2 ჩ.კ არყის ხის კუპრი და 1/3 საპნის ქაფი არის საჭირო. ხეები კვირტების გამოღების დაწყებისას და ყვავილობის შემდგომ უნდა დაამუშაოთ. 



ასევე შეგიძლიათ არყის ხის კუპრის ხსნარით სავსე კონტეინერები ხეებთან დადო, სანამ ყვავილობას დაიწყებენ. ამისთვის 1 ჩ/კ 5 ლ წყალში გახსენით. ამ გზით თქვენი მოსავალი დაცული იქნება, ამასთან არა მხოლოდ ვაშლი, არამედ სხვა ნაყოფის ხეებიც. 

ყველა ეს მეთოდი მებაღეების მიერ უკვე გამოცდილია. კუპრმა თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. ამ მარტივი საშუალების წყალობით მავნე პარაზიტებს მოიშორებთ და შესანიშნავი მოსავალი გექნებათ. კარგ მოსავალს გისურვებთ!

გამოგიყენებიათ თქვენ არყის ხის კუპრი მავნებლებისგან საწინააღმდეგოდ? გვიამბეთ კომენტარებში. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.