» » » უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტი მცენარეულ ზეთზე

უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტი მცენარეულ ზეთზე

თუ საფუარის ცომზე დროის დახარჯვა არ გიყვართ, არადა გემრიელი, სახლში გამომცხვარი პიცის ჭამა გსურთ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოიყენეთ. „სწრაფი“ ცომი საფუარის გარეშე მზადდება. სხვათა შორის, იტალიელები პიცას სწორედ ამ რეცეპტით ამზადებენ.

ამ ცომის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საფუარიან ცომთან შედარებით უფრო სწრაფად ცხვება და პიცის მომზადებაზე ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ.

სწრაფი, უსაფუარო ცომი პიცისთვის

დღეს „რჩევები“ მცენარეულ ზეთზე მომზადებულ უსაფუარო პიცის ცომის რეცეპტს გიზიარებთ. თხელი და ხრაშუნა პიცა გამოგივათ!

ცომის ინგრედიენტები:
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 100 მლ წყალი



მომზადება:
  1. ფქვილი გაცერით. მოსახერხებელ ჭურჭელში გაცრილი ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი კარგად აურიეთ.
  2. ნარევი გადაიტანეთ ღრმა თასში, სადაც ცომს მოზელთ. ნარევის ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ, მასში წყალი და მზესუმზირას ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ) ჩაასხით.
  3. ცომი ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით მოზილეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოზილეთ. ცომი რბილი და ელასტიკური უნდა გამოვიდეს.
  4. ნახევარი საათით გააჩერეთ და შემდეგ გემრიელი და არომატული პიცის გამოცხობას თამამად შეუდექით.
  5. მითითებული ინგრედიენტებით 2-3 მმ სისქის ერთი პიცის გამოცხობას შეძლებთ. ასეთი ცომის პიცა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ასეთი ცომით შეგიძლიათ პიცა ტაფაზეც გამოაცხოთ.

    რედაქციის რჩევა
    უმეტესობა ჩვენგანი მიჩვეულია, რომ პიცა ნოყიერი კერძია წელვადი ყველით, პომიდვრით და სხვადასხვა შებოლილი ხორცით, დესერტთან კი მას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გემრიელი ხილის პიცა მოამზადოთ, რომელიც ნებისმიერი დღესასწაულის შესანიშნავი დასასრული გახდება.

    „რაში მდგომარეობს გემრიელი პიცის საიდუმლო? - ვკითხე მოხუც იტალიელს პალერმოში ყოფნის დროს. „შიგთავსი“ - კიდევ ერთხელ ჩავეძიე, მან კი ეშმაკურად ჩაიცინა და მიპასუხა: „ცდებით, ქალბატონო, საქმე ცომში და მხოლოდ მასშია!“

    პიცა ნამდვილად გემრიელი რომ გამოვიდეს, ცომი აუცილებლად სწორად უნდა მოამზადოთ. პიცა თავისი რეცეპტით შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენას სწორედ ცომი ახდენს.

    ასეთი ცომით პიცის მომზადება აუცილებლად სცადეთ, არ ინანებთ. გემრიელ და სწრაფ პიცას ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე მიიღებთ.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.