პიცის ცომი საფუარის გარეშე
ამ ცომს არ სჭირდება გამაფხვიერებელი(სოდა, საფუარი), ამიტომ იგი თხელი და საკმაოდ მყარი გამოდის, ლავაშის მსგავსად. თუმცა, პიცას ასეთი ცომი ძალიან უხდება, რადგან თხელი ქერქი არ გიშლით ხელს, დატკბეთ შიგთავსით.
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ჭიქა წყალი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მწიკვი მარილი
- გაცერით ფქვილი ღრმა ჭურჭელში.
- თანდათან დაუმატეთ წყალი. მოზილეთ კარგად.
- დაუმატეთ მარილი და ზეთი. უმჯობესია, აიღოთ ზეითუნის, თუმცა მოუხდება მზესუმზირის ზეთიც. მოზილეთ ცომი.
- შეფუთეთ ცომი ცელოფანში და გააჩერეთ 20-30 წუთით. ამ დროის მანძილზე იგი უფრო ელასტიური გახდება და საცხობ ფორმაზე გაყვანა გამარტივდება.
- ნახევარ საათში გააბრტყელეთ ცომი.
- მოცემული ინგრედიენტები გათლილია 2-3 მმ სისქის ცომისთვის 1 საცხობზე.
- სწრაფი ცომი პიცისთვის აცხვეთ 7-10 წუთით, 200 გრადუსზე. იგი კარგია ტაფაზე მოსამზადებლადაც.