მამმა მია, პიცის რეცეპტების რაოდენობის დათვლა შეუძლებელია! მხოლოდ იტალიაში ამ ციფრმა იქაური პროვინციების რაოდენობას(107) გადააჭარბა. იტალია რაღა სახსენებელია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ ერთგვარი მოდიფიკაციები და განსხვავებული ვარიანტები პიცის მოსამზადებლად.
პიცამანებისთვის რჩევების რედაქციამ სურპრიზი მოამზადა. ჩვენ გავაკეთეთ პიცის კონსტრუქტორი. გთავაზობთ პიცის ცომის 3 ვარიანტს - ეს ყველაფერი თქვენი სიამოვნებისთვის. აირჩიეთ, მოამზადეთ და მიიღეთ სიამოვნება როგორც პროცესის, ისე ჭამის დროს.
პიცის ცომის რეცეპტები
საფუარიანი ცომი(იტალიური რეცეპტი)
უხდება ნებისმიერ შიგთავსს. რჩევა: გააბრტყელეთ იგი მაქსიმალურად თხლად, რადგან კარგად და სწრაფად იბერება.
ინგრედიენტები
- 250 გ ფქვილი
- 125 მლ წყალი
- 1 მწიკვი შაქარი
- 30 გ საფუარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით პატარა ბუშტუკების გაჩენამდე.
- გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი. ჩაასხით საფუარიან მასაში ზეთიც. მოურიეთ, კარგად მოზილეთ, გააჩერეთ თბილ ადგილას ცელოფნის ქვეშ 40 წუთით.
- ჩაზილეთ ცომი კიდევ ერთხელ და გაყავით ორ ნაწილად. შეუდექით გაბრტყელებას.
გემრიელი ცომის ვარიანტი მათთვის, ვისაც სწრაფად სურს პიცის მომზადება. გამოდის ძალიან რბილი და ნაზი.
ინგრედიენტები
- 250 გ არაჟანი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. ნაღების კარაქი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 0.25 ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.კ. მარილი
- ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად. დაუმატეთ სოდიანი არაჟანი და მოურიეთ.
- გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მასას და შეურიეთ კარაქიც. კარგად მოზილეთ, გააჩერეთ 15 წუთით.
- შეუდექით გაბრტყელებას.
ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი ვარიანტია! მოგეწონებათ, თუ სქელი ქერქი გიყვართ.
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. შაქარი
- კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
- 250 მლ კეფირი
- 4.5 ჭიქა ფქვილი
- 50 გ კარაქი
- 0.5 ჩ.კ. სოდა
- ოდნავ გამთბარ კეფირს შეურიეთ შაქარი, მარილი და სოდა. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კეფირის მასას.
- ღრმა თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ დამდნარი კარაქი, მოზილეთ მასა ხელებით. ჩაასხით კეფირის მასაც და მოზილეთ ცომი.
- დაახურეთ თასს ქსოვილი, გააჩერეთ ცომი 20 წუთით, შემდეგ დაყავით ოთხად და გააბრტყელეთ.