იცოდით, რომ მადისაღმძვრელი პიცის საიდუმლო არამხოლოდ შიგთავსში, არამედ ცომშია? ფქვილის ფუძე ამ რეცეპტით თხელი და ძალიან რბილი გამოდის, თვითონ მომზადება კი დიდ დროსა და ძალისხმევას ან კულინარიულ უნარებს არ მოითხოვს.
როგორ მოვამზადოთ ცომი პიცისთვის
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში თხელი, გემრიელი და რბილი ცომი პიცისთვის. ახლა ჩემი შინ გამომცხვარი პიცა ოდნავადაც არ ჩამოუვარდება იტალიაში გასინჯულს.
ინგრედიენტები
- 400 გ ხორბლის ფქვილი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 8 გ მშრალი საფუარი
- 1 ს.კ. შაქარი
- 2.5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 220 მლ წყალი
- ცოტაოდენი ფქვილი და ზეთი ცომთან სამუშაოდ
მომზადება
- ფქვილი და მარილი შეურიეთ, შემდეგ გაცერით მაგიდაზე ან თასში. გააკეთეთ ფქვილის ბორცვი და ცენტრში ჩააღრმავეთ.
- მოსახერხებელ ჭურჭელში გახსენით საფუარი და შაქარი თბილ წყალში, ჩაასხით ფქვილის ღრმულში.
- ცენტრიდან დაიწყეთ ცომის ხელით ან კოვზით მოზელა, თანდათან შეაზილეთ ფქვილი გვერდებიდან. პროცესში ნელ-ნელა დაუმატეთ 2 ს.ლ. ზეითუნის ზეთი.
- 5 წუთის მანძილზე ხელებით ზილეთ ცომი მაგიდაზე ისე, რომ იგი გლუვი და ელასტიური გახდეს.
- დაამრგვალეთ ცომი.
- თასის კედლებსა და ფსკერს შეაზილეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ მოათავსეთ მასში ცომი, დაახურეთ სამზარეულოს ხელსახოცი ან საკვები ცელოფანი.
გააჩერეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. ცომი ზომაში დაახლოებით ორჯერ უნდა გაიზარდოს. - გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილათ, გააბრტყელეთ ორივე და ზემოდან მოათავსეთ შიგთავსი გემოვნებით.
- შიგთავსი თქვენ თვითონ უნდა შეარჩიოთ. სოუსის სახით გამოიყენეთ პომიდვრის პასტა ან მაიონეზი. ძეხვი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად ან კუბიკებად.
მყარი ყველი დახეხეთ, დაუმატეთ სასურველი სანელებლები, ახალი მწვანილი: კამა, ოხრახუში ან რეჰანი.
თქვენ როგორ ამზადებთ პიცის ცომს? მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი?