წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოიფიქრა, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი გამოუვიდა! ასეთი თვითნაკეთი სანელებელი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და წვნიანებს. რა თქმა უნდა, სახლში გავიმეორე. ახლა, უნივერსალური დანამატის რამდენიმე ქილა მაქვს! ყოველდღე ვიყენებ!
შინაურული მწვანე მარილი
ინგრედიენტები:
- 200 გრ მსხვილი ზღვის მარილი
- 50 გრ რეჰანი
- 2 კბილი ნიორი
- 1 მწიკვი როზმარინი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, რეჰანი ოდნავ დააჭკნეთ: გარეცხეთ, გააშრეთ და 2 დღე გააჩერეთ. ნიორი შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრათ და რეჰანთან ერთად გააჩეროთ.
- ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ.
- მზა მარილი პერგამენტის ქაღალდზე თანაბრად გაშალეთ და 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით მსუბუქად გამოაშრეთ.
რა თქმა უნდა, ინგრედიენტების ნაკრები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ. გსურთ, უფრო ცხარე სანელებელი? ცოტა წიწაკა დაუმატეთ. ქინძის არომატი გიყვართ? ყველაფერი თქვენს ხელშია! თქვენი კომბინაცია შეადგინეთ და გემოების და არომატების თაიგულით ისიამოვნეთ.