» » » ბადრიჯანი ფარშით თურქულად. კერძი, რომელიც თქვენი ოჯახის ფავორიტი გახდება

ბადრიჯანი ფარშით თურქულად. კერძი, რომელიც თქვენი ოჯახის ფავორიტი გახდება

​თურქული სამზარეულო მთელ მსოფლიოში თავიანთი გემრიელი და ძალიან არომატული კერძებით არის ცნობილი. დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავი კერძის - ბადრიჯანი ფარშით რეცეპტს. ის იდეალურია საოჯახო ვახშმისთვის ან მეგობრების გასამასპინძებლად.

მისი ერთხელ მომზადება სცადეთ და ეს შესანიშნავი კერძი თქვენი ოჯახის ფავორიტი გახდება!

ბადრიჯანი თურქულად

ინგრედიენტები

  • 3 ბადრიჯანი

  • 400 გრ ხორცის ფარში

  • 1 ხახვი

  • 2 პომიდორი

  • 1 ჭიქა პომიდვრის წვენი

  • 1 ბულგარული წიწაკა

  • 2 კბილი ნიორი

  • მარილი გემოვნებით

  • ახალ დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

  • 1 მწიკვი ხმელი პიტნა

  • 1 მწიკვი ხმელი თავშავა

  • 3 კონა ოხრახუში

  • 2 კონა მწვანე ხახვი

  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი


მომზადება

1. ბადრიჯანი გარეცხეთ და 1-1.5 სმ სისქეზე მრგვალად დაჭერით. 

ბადრიჯანი ფარშით თურქულად. კერძი, რომელიც თქვენი ოჯახის ფავორიტი გახდება

2. მარილი მოაყარეთ და 20 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. წვენი გადაასხით და ბადრიჯანი სალფეთქით გაამშრალეთ. 



​3. ხახვი დაჭერით. ნახევარი ფარშს დაუმატეთ, მარილი და სანელებლები მოაყარეთ. 



4. ახლა სოუსი მოამზადეთ. ამისთვის ხახვის მეორე ნახევარი მცენარეულ ზეთზე 3 წუთით მოთუშეთ. 



​5. პომიდორი შუაზე გაჭერით, ცხელი წყალი დაასხით და კანი მოაშორეთ. შემდეგ კი ბულგარულ წიწაკასთან ერთად კუბებად დაჭერით. 



6. ხახვიან ტაფას დაჭრილი პომიდორი და წიწაკა დაუმატეთ. ბოსტნეული კიდევ 7 წუთით თუშეთ, შემდეგ პომიდვრის წვენი დაასხით, მარილი, სანელებლები მოაყარეთ და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. 



7. მწიკვი ხმელი პიტნა, თავშავა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ და კიდევ 3 წუთით თუშეთ. 



8. ფორმას ზეთი წაუსვით და რიგრიგობით ბადრიჯანი და ფარში ჩააწყვეთ. 



9. შემდეგ სოუსი დაასხით. კერძი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით გამოაცხვეთ. 



10. კერძი ღუმელიდან გამოიღეთ, დაჭრილი ხახვი და ნიორი მოაყარეთ!



აი ასეც! არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი კერძი თურქული სამზარეულოდან მზადაა! შესანიშნავად ერწყმის პასტას, ბრინჯს და კარტოფილს. 

ახლობლები ასეთი ვახშამით უკვე დღეს გაახარეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.