"რჩევები" რედაქციამ თქვენთვის შეარჩია 5 მარტივი რეცეპტი, რომლებიც სავარაუდოდ სახლში გაქვთ. სცადეთ სოუსის მომზადება, მასთან ხორცი უბრალოდ პირში დადნება!
გემრიელი სახლში მომზადებული სოუსი
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ მაიონეზი
- 2 ს/კ კეფირი
- 1 ს/კ არაჟანი
- 2 კბილი ნიორი
- მწიკვი წითელი წიწაკა
- მწიკვი შავი წიწაკა
- მუჭა მწვანილი (თქვენი გემოვნებით)
მომზადება:
დააქუცმაცეთ მწვანილი, დაჭყლიტეთ ნიორი და ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
მარტივი მომჟავო-მოტკბო სოუსი
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა ბრინჯის ძმარი
- 2 ს/კ კეტჩუპი
- 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 3 ს/კ ყავისფერი შაქარი
მომზადება
ყველა ინგრედიენტი აურიეთ, დადგით ცეცხლზე. არ დაგავიწყდეთ მორევა. როცა ნარევი ადუღდება, ჩაასხით წყალში გახსნილი სახამებელი. შემდეგ აურიეთ, სანამ სქელი მასა არ გახდება.
ნივრის სოუსი
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ მარილი
- ნიორი (გემოვნებით)
- შავი და წითელი წიწაკა (გემოვნებით)
- 1 ს/კ კარაქი
- ლიმონის წვენი ან ცოტა ძმარი
- 1/3 ჭიქა კეფირი
მომზადება
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ, შემდეგ ძალიან წვრილ ნაჭრებად კარაქი შეურიეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი გემოვნებით. სოუსი მაცივარში უნდა შეინახოთ. მაგიდაზე გატანის წინ კეფირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ცხარე პიკანტური სოუსი
ინგრედიენტები
- 2 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ მაიონეზი
- 2 ჭიქა იოგურტი ან კეფირი
- შავი და წითელი წიწაკა
- 1.2 ჩ/კ კარი - ინდური სანელებელი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს/კ ძმარი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. სოუსი მზადაა! შეინახეთ მაცივარში.
მდოგვი-თაფლის სოუსი
ინგრედიენტები
- 2 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ მაიონეზი
- 2 ს/კ მდოგვი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი თანაბარ ერთგვაროვან მასის მიღებამდე აურიეთ.
ეს სოუსები თქვენს სადილს ნამდვილ კულინარიულ შედევრად გადააქცევენ. მომზადება ძალიან მარტივია. სოუსის ინგრედიენტისთვის ფული ყველას ექნება.
ურჩიეთ გემრიელი სოუსების რეცეპტები მეგობრებს. შესაძლოა, როცა სტუმრად მოგიწვევენ, ეს სოუსები მოგიმზადონ!