» » » ყაბაყს პრაქტიკულად ზეთის გარეშე ვწვავთ!

ყაბაყს პრაქტიკულად ზეთის გარეშე ვწვავთ!

ყაბაყის სეზონი გახსნილია. ჩემთვის ეს წლის საუკეთესო დროა, რადგან ყაბაყზე მთელი ჩემი ოჯახი გიჯდება. ერთი და იმავეს ჭამა ყველას ბეზრდება, ამიტომ ახალი რეცეპტების მოძებნა აუცილებელია. მსურს, რომ გემრიელიც იყოს და სასარგებლოც. 

"რჩევების" რედაქცია ყაბაყის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. ყველაზე ხრაშუნა ყაბაყი, პრაქტიკულად ზეთის გარეშე!

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ღუმელში 

ინგრედიენტები

  • 2 მცირე ზომის ყაბაყი

  • 0.5 ს/კ ფქვილი

  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

  • მცენარეული ზეთი

  • 0.5 ჭიქა არაჟანი

  • 2-3 კბილი ნიორი

  • მწვანილი


მომზადება

1. ყაბაყი გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. სანამ ბოსტნეული ახალია, შეგიძლიათ არ გათალოთ. 



2. ახლა მომზადებას შევუდგეთ. მყარი ცელოფნის პარკში ფქვილი, მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით მოაყარეთ. ყაბაყი პარკში მოათავსეთ, თავი ისე შეკარით, რომ ჰაერისთვის ადგილი დარჩეს. კარგად შეანჯღრიეთ, რომ ყაბაყის ყველა ნაჭერი ფქვილით, მარილით და პილპილით კარგად დაიფაროს. 



3. შემდეგ ღუმელი ჩართეთ, ტაფაზე 2-3 ს/კ ზეთი წაუსვით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ზეთი საერთოდ არ დაამატოთ, ასე მშრალ ტაფაზე შეწვის ეფექტს მიიღებთ. გახურებულ ტაფაზე ყაბაყი მოათავსეთ და ღუმელში 15-20 წუთით შედგით. შუა პროცესში ყაბაყი მეორე მხარეს გადააბრუნეთ. 



4. მისაყოლებლად შეგიძლიათ სოუსი მოამზადოთ. უპირატესობას არაჟანს ვანიჭებ, მაგრამ მაიონეზის გამოყენებაც შეგიძლიათ. არაჟანს დაქუცმაცებული ნიორი და მწვანილი გემოვნებით აურიეთ. სანამ სოუსს ამზადებით, ღუმელში ყაბაყი უკვე მომზადდა! შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!



ეს მარტივი რეცეპტი - ყაბაყის შეყვარების კიდევ ერთი მიზეზია. ამ რეცეპტით ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და არომატული ყაბაყი გამოვა. უბრალოდ შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.