როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი
- მცენარეების სასუქი
ყავის ნალექი - არაჩვეულებრივი სასუქი, რომელიც სტიმულირებს მცენარეების ზრდის პროცესს.
- საშუალება კატების წინააღმდეგ
თუ კატები ხშირად წარმოადგენენ თქვენს ბაღში არეულობის მიზეზს, მოაბნიეთ ყავის ნალექი მიწაზე. კატებს ძალიან არ უყვართ ეს სუნი!
- საშუალება ტკიპების წინააღმდეგ
თუ თქვენ ოთხფეხა მეგობარს ტკიპები მოსვენების საშუალებას არ აძლევენ, გაურიეთ შამპუნში მცირეოდენი ყავის ნალექი.
- ქსოვილის შეღებვა
სამზარეულოს თეთრი პირსახოცი, რომელიც იმდენად დალაქავებულია, რომ მას ყველაზე ძლიერი ქიმიური საშუალებებიც ვეღარ უმკლავდება, გამოხარშეთ წყლისა და ყავის ნალექის ნარევში.
- ტაფებისა და ქვაბების წმენდა
ყავის ნალექი არაჩვეულებრივი საშუალებაა ტაფებიდან და ქვაბებიდან ცხიმის ლაქების მოსაშორებლად.
- ჰაერის გამწმენდი
ყავის ნალექი შთანთქავს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს. გამოიყენეთ ამ საშუალების ეს გასაოცარი თვისება!
- ნაკაწრების შენიღბვა
ხის ავეჯიდან ნაკაწრების მოშორება ყავის ნალექსი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი.
- უსიამოვნო სუნის გაქრობა ფეხსაცმლიდან
იმისათვის, რომ სამუდამოდ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი თქვენს ფეხსაცმელს, ჩაყარეთ მასში მცირეოდენი ყავის ნალექი.
- ხახვისა და ნვირის უსიამოვნო სუნი
თუ გსურთ ნივრისა და ხახვის დაჭრის შემდეგ ხელებზე უსიამოვნო სუნი არ დაგრჩეთ, შეიზილეთ ყავის ნალექი.
- ნატურალური პლასტელინი
ყავის ნალექისგან, ზღვის მარილისგან, ცხელი წყლისგან და მცენარეული ზეთისგან თქვენი პატარებისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო პლასტელინის დამზადებაა შესაძლებელი. - სანთელი სასიამოვნო არომატით
თუ თქვენ სანთელს საკუთარი ხელით ხშირად ამზადებთ, გაურიეთ მასში ყავის ნალექი. ასე თქვენ მიიღებთ ძალზედ არომატული სუნელის მქონე სანთელს.
- რეცეპტი ცხიმიანი თმისთვის
თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზილეთ ყავის ნალექი.
- სხეულის სკრაბი
ყავის ნალექი ძალზედ ეფექტური საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.
- სახის სკრაბი
ყავის ნალექი ძალზედ ეფექტურად წმენდს სახის კანის ფორებს და გვაშორებს მკვდარ უჯრედებს.
- არანაირი შავი წრეები
წაისვით თვალების ქვემოთ არსებულ კანზე ყავის ნალექი. შავი წრეები აღარასდროს შეგაწუხებთ!
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!


