აღმოჩნდა, რომ ყავით თმის შეღებვაც შეიძლება. თუმცა, არსებობს ერთი პატარა ნიუანსი: ქერებისა და ჟღალთმიანებისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება, რადგან თმამ შეიძლება მოულოდნელი ელფერი მიიღოს. თმის შეღებვა ყავით იდეალურია ბრუნეტებისთვის - ასეთი საღებავი ნატურალურ ფერს ანაყრებს.
თმის ნატურალური საღებავი
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. კონიაკი
- 2 კვერცხის გული
- 2 ჩ.კ. ყავის დაფქული მარცვლები
- 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- წყალი
- შეურიეთ თასში კონიაკი, კვერცხის გული, ზეთი და ყავის დაფქული მარცვლები.
- დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, რათა სქელი ფაფა მიიღოთ.
- დაიბანეთ თავი შამპუნით, თმა რომ ოდნავ შეშრება, დაივარცნეთ და გაიყავით.
- კოსმეტიკური ფუნჯით ან ღრუბლით წაისვით საღებავი თმაზე, შეიღებეთ თითოეული რიგი.
- დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით ან თბილი შარფით.
- გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით კიდევ ერთხელ.