სწორი გამოკვება კი - ოთახის მცენარის კარგი ყვავილობის გარანტიაა! რჩევისთვის ჩემ მეგობარს მივმართე, რომელსაც მებაღეობის შესახებ წარმატებული ბლოგი აქვს.
სვეტამ მითხრა რომ მზა საკვების ყიდვა აუცილებელი სულაც არაა, რადგან სახლში შესაძლებელია იპოვო ის, რაც თანამედროვე პრეპარატებს ჩაანაცვლებს და მცენარის მოვლის პროცესს გაამარტივებს. თან ეს ბევრად უფრო ეფექტურია!
სახლის მცენარეების მოვლა
"რჩევების" რედაქცია გაგაცნობთ 7 ნატურალურ საკვებ დანამატს, რომელიც თქვენ შინაურ საყვარელ მცენარეებს ლამაზი ყვავილებით და მწვანე ფოთლებით გაალამაზებს. ასეთი გამოკვების შემდეგ ოთახის მცენარე საფუარივით იზრდება!
საკვები დანამატების ვარიანტები
1. ბანანი
ბანანის კანი წვრილად დაჭერით და გამოაშრეთ. მცენარის გადარგვის დროს ნიადაგზე მოაყარეთ ან უბრალოდ მასში აურიეთ. ასევე შეგიძლიათ ბანანის კანი ყავის საფქვავში დააფქვიოთ. მიღებული მუქი ყავისფერი ფხვნილი მორწყვამდე მოაყარეთ ან წყალში გახსენით და როგორც თხევადი საკვები ისე გამოიყენეთ.
ასეთი ბანანის საკვები მოყვავილე მცენარეებისთვის გამოდგება, კარგია ვარდებისთვის. მცენარის ყვავილობას ხელს უწყობს კალიუმი, რომელსაც ბანანი შეიცავს.
2. საფუარი
საფუარი ოთახის მცენარეების ზრდას ასტიმულირებს. მისი თვისების წყალობით, ორგანული ნივთიერებების მინერალიზაცია იზრდება და ნიადაგიდან ნახშირორჟანგის გამოდევნა აქტიურდება.
ხსნარის მოსამზადებლად 10 გრ საფუარი 1 ს/კ შაქრის ფხვნილს აურიეთ და მას 1 ლ დამდგარი წყალი დაასხით. წინასწარ 2 საათით გააჩერეთ, ხსნარი წყალთან 1:5 პროპორციით გახსენით და ამით ყვავილები მორწყეთ.
3. ხის ნაცარი
ეს კი დაავადების პრევენციის შესანიშნავი საშუალება არის. ნაცარი დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს, რომელთა წყალობითაც ოთახის მცენარის მოვლისთვის უბრალოდ შეუცვლელია. 1 ლ მდუღარე წყალი 1 ს/კ ნაცარს დაუმატეთ და ერთი კვირა დააყენეთ. პერიოდულად თავზე ახადეთ და აურიეთ.
მცენარე ამ ხსნარით 10 დღეში 1-ელ უნდა მორწყათ, წინასწარ უნდა შეამოწმოთ, ნიადაგი მშრალი არის თუ არა.
4. მინერალური წყალი
იცით თუ არა, რომ მინერალური წყალი მცენარის გამოსაკვებად შეიძლება სასარგებლო იყოს?
თუმცა, სანამ მცენარეს მინერალური წყლით მორწყავთ, ეტიკეტს დახედეთ, რამდენიმე კალციუმი და მაგნიუმის მარილის არის მის შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ყველა მცენარე ამ შემადგენლობას ვერ აიტანს, მაგ., მინერალური წყლით ჰორტენზია და აზალია არ უნდა მორწყათ. გარდა ამისა, ასეთი წყალი წინასწარ უნდა დააყენოთ.
5. ყავა
გამოყენებული ყავის ნალექი ნიადაგს დაუმატეთ. ის ბევრ აზოტს შეიცავს, რაც მცენარეს ძალიან უყვარს.
უმჯობესია მცენარე, ყავის დამატების შემდეგ, ძალიან ძლიერად არ მორწყათ, რომ აზოტი თანაბრად გადანაწილდეს. გარდა ამისა ყავა ნიადაგს უფრო ფხვიერს ხდის.
ყავის ნალექს დააფასებენ მცენარეები, რომელთაც მჟავე ნიადაგი უყვართ. მაგ., ჰორტენზია ასეთ პირობებში უფრო ლამაზად ყვავილობს.
6. კარტოფილის ნაყენი
ემალის ქვაბში გასუფთავებული კარტოფილის ნაყენი დააყენეთ და გადაწურეთ, შემდეგ წყალში აურიეთ და გააგრილეთ. ამის შემდეგ მცენარე მორწყეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ საშუალების შემდგომი გამოყენებისთვის შენახვა არ ღირს. უმჯობესია თავიდან მოამზადოთ.
7. ჭარხალი
ჭარხალი - უბრალოდ წარმოუდგენელი საშუალება ნიადაგის აღსადგენად. სასუქის შესაქმნელად საჭიროა 100 გრ ახალი ჭინჭარი, მას 1 ლ წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ და ერთი დღით დააყენეთ. ფილტრაციის შემდეგ ნაყენი წყალში 1:10 პროპორციით გახსენით.
რედაქციის რჩევა
ყვავილები შთაგონების უშრეტი წყაროა, მაგრამ მისი სახლის წინ დარგვის საშუალება ყველას არ აქვს. ამ შემთხვევაში ფანჯრის თარო გიშველით, სწორედ ის გახდება ყვავილოვანი ოაზისი ოთახის შუაგულში.
ოთახის მცენარეების გამოკვების დროს გაითვალისწინეთ ერთი წესი: უმჯობესია არ გამოკვებოთ, ვიდრე გადააჭარბოთ. ზედმეტი საკვები ელემენტები მცენარის თანაბარ განვითარებას არღვევს და შეიძლება დაავადება და კვდომა გამოიწვიოს.
არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.