და თუ ვიღაც უპირატესობას ხსნად ყავას ანიჭებს, ყავის ნამდვილი მოყვარულები აუცილებლად ამჯობინებენ ნალექიანს, რომელიც უფრო მეტ გემოსა და არომატს ინარჩუნებს. ასეთი ყავის მირთმევის შემდეგ ჩნდება ნალექი, რომელიც, ჩვეულებრივ, ნაგვის ურნაში ხვდება.
დღეს, რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი ისე, რომ ბუნებრივი რესურსი მაქსიმალურად ამოწუროთ. ამ პროდუქტს ხომ საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცვლება შეუძლია, მათ შორის, ჰაერის გამწმენდისა და სახის სკრაბისა.
ყავის სკრაბი
ყავის მარცვლების ნაწილაკები წმენდს და მასაჟს უკეთებს სახეს, აძლიერებს სისხლის მიწოდებას პრობლემურ ზონებში. კოფეინი, რომელსაც ნალექი შეიცავს, ააქტიურებს კოლაგენის გამოყოფას(კანს ხდის გლუვს), დევნის შლაკებს, ხსნის შეშუპებას, აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესებს და აფართოებს სისხლძარღვებს. სწორედ ამიტომ, ყავის სკრაბი ტანისთის წარმოუდგენლად სასარგებლოა.
გასაკვირი არაა, რომ არსებობს არაერთი ათეულობით სკრაბი, რომელშიც ყავა მთავარი ინგრედიენტია. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ, თავად მოამზადოთ ყავის სკრაბი.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. ყავის ნალექი
- 2 ს.კ. წვრილად დაფქული ზღვის მარილი(მსხვილი მარცვლები აზიანებს კანს)
- 1 ს.კ. ზეთი (მოუხდება ზეითუნის ან აბუსალათინის)
- 3 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი
- შეურიეთ ყავა და მარილი.
- დაუმატეთ ზეთი, შეურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთით, რათა კრისტალები ცოტათი გაიხსნას.
- მიღებული სკრაბით დაიმუშავეთ კანის პრობლემური ნაწილები.
ყავის ნალექის გამოყენება, ასევე, შეგიძლიათ სხვა მიზნებითაც.
როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი
- სამზარეულოს ნიჟარის წმენდა
უჟანგავი ფოლადის ნიჟარის გაწმენდა ძალიან რთულია. თუ მასში ცოტაოდენ ყავის ნალექს ჩაყრით, დაუმატებთ რამდენიმე წვეთ სარეცხ საშუალებას და ასე გაწმენდთ, ცხიმი და სიბინძურე მარტივად ამოვა. ამავე ნაზავით მარტივია საცხობი ფორმის, ტაფებისა და ქვაბების გარეცხვა. - ჰაერის გაწმენდა
ჩაყარეთ პლასტმასის ჭურჭელში სოდა და ყავის ნალექი თანაბარი პროპორციით. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ნებისმიერ უსიამოვნო სუნს შეიწოვს და ბინას ყავის მსუბუქ არომატს მიანიჭებს. აქტუალურია, მაგალითად, მაცივარში სუნის მოსაშორებლად. - საშუალება მწერების წინააღმდეგ
კოღოებისა და მუმლისგან, სამწუხაროდ, ვერ გადაგარჩენთ. თუმცა, თუ ნალექს ყვავილებს, ბუჩქებსა და სხვადასხვა მცენარეს მოაყრით, ხოჭოები, მუხლუხოები და ჭიანჭველები აღარ შეაწუხებს. - მეთევზეებისთვის
ყავის ნალექი წვიმის ჭიაყელებს იზიდავს: მოაყარეთ ეს მასა მიწას, ამის შემდეგ კი სწრაფად შეაგროვებთ ჭიებს სათევზაოდ. - ხელების წმენდა
თუ ხელებს დაისვრით მიწით ან მანქანის ზეთით, მათი დაბანა საკმაოდ რთულია. თუ სახლში ყავის ნალექი გაქვთ, გამოიყენეთ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალება, ლიმონის წვენი და ნალექი ხელების დასაბანად. ჭუჭყი მარტივად მოგშორდებათ.