» » » მოამზადეთ ფრანგი ბერების საყვარელი ლიქიორი საკუთარი ხელით მარტივად. ძლიერი სასმელი სამკურნალო თვისებებით

მოამზადეთ ფრანგი ბერების საყვარელი ლიქიორი საკუთარი ხელით მარტივად. ძლიერი სასმელი სამკურნალო თვისებებით

ფრანგი ბერების საყვარელი ეს ლიქიორი, რომლისთვისაც დამახასიათებელი საოცარი გემო და არომატი ალკოჰოლური სასმელების მოყვარულ არცერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს, სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ. სხვადასხვა ხილის ჩირებისგან დამზადებული ეს ლიქიორი ყველაზე პრეტენზიულ გურმანებზეც კი დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს.



დიდი პოპულარობა ამ სასმელმა ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში მოიპოვა, როდესაც ალქიმიკოსები ე.წ. სიცოცხლის ელექსირის მიგნებას ცდილობდნენ. ფრანგული ლიქიორი საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, თუმცა მისი გემო და არომატი იმდენად გვხიბლავს, რომ ლიქიორით სამკურნალო თერაპიის ჩატების სურვილი ყოველ საღამოს გვიჩნდება.



ამ ტკბილი ალკოჰოლური სასმელის დამზადება, რომლისთვისაც სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი, რაც ისე რთულია. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. თუ ყველა ინსტრუქციას ზუსტად დაიცავთ და ამ ტექნიკით ფრანგულ ლიქიორს მოამზადებთ, თქვენ მიიღებთ საკმაოდ ძლიერ, არომატულ და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ ალკოჰოლურ სასმელს.



ფრანგული ლიქიორი

ინგრედიენტები:
  • 100 გრამი ქიშმიში
  • 100 გრამი შავი ქლიავის ჩირი
  • 100 გრამი ლეღვის ჩირი
  • 100 გრამი კურაგა
  • დარიჩინი - 1 ს.კ. ან 1 მთლიანი ჩხირი
  • 200 გრამი შაქარი
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ლიტრი სპირტი
  • გამომშრალი მიხაკი



მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ ერთი ფორთოხალი, დაჭერით სქელ ნაჭრებად და თავის კანთან ერთად მოათავსეთ მინის 2 ლიტრიან ქილაში.

ჩაამატეთ ქილაში დარჩენილი ინგრედიენტები, გარდა შაქრისა, სპირტისა, ქიშმიშისა და დარიჩინისა. ლიქიორი ზედმეტად რომ არ გამუქდეს, უკანასკნელი 2 ინგრედიენტი (ქიშმიში და დარიჩინი) უმჯობესია, მოათავსოთ ნაჭრის ტომარაში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადოთ სასმელში.

მოცემული რაოდენობით შაქარს დაასხით სპირტი და დადგით საშუალო ცეცხლზე შაქრის სრულ გახსნამდე. ლიქიორის დასამზადებლად ადამიანების უმრავლესობა შაქარს არ იყენებს, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის ჩვენი რეცეპტის განუყოფელი ნაწილია.



როდესაც შაქარი სპირტში ბოლომდე გაიხსნება, შედგით ის მაცივარში და დატოვეთ სანამ სასმელი კარგად არ გაცივდება.

კარგად გაგრილებული სპირტი ჩაასხით ქილაში, რომელშიც ხილი გაქვთ მოათავსებული. მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ დარიჩინი და ქიშმიში ნაჭრის ტომრით სასმელში.



შეინახეთ ლიქიორი ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად მსუბუქად შეანჯღრიეთ ის.

3 კვირის შემდეგ ძველი ფორთოხალი ჩაანაცვლეთ ახალი ხილით. მზა სასმელი დააყოვნეთ კიდევ 3 კვირის განმავლობაში.



მოცემული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ მიღებული ლიქიორი. უგემრიელესი, ამავდროულად ძალიან სასარგებლო სასმელი მზად არის!



ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ ფრანგული ლიქიორი, რომელიც სიძლიერით, სასიამოვნო არომატით, გემოთი და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.