» » » სამკურნალო ლიქიორი "ვოში": ვუმატებ ყავას, მეგობრები რეცეპტს მთხოვენ

სამკურნალო ლიქიორი "ვოში": ვუმატებ ყავას, მეგობრები რეცეპტს მთხოვენ

ფრანგული მონაზვნების საყვარელი სამკურნალო ლიქიორი "იადრენა ვოში" არამხოლოდ სასარგებლო თვისებებით, არამედ შესანიშნავი გემოთიც გამოირჩევა. ჩირის ნაყენი არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი მოეწონება.



ფართო პოპულარობა ლიქიორმა შუა საუკუნეებში მოიპოვა, როცა ალქიმიკოსები ცდილობდნენ ე.წ. სიცოცხლის ელექსირის შექმნას. და, მიუხედავად იმისა, რომ "იადრენა ვოში" საკმაოდ ძლიერი სასმელია, მისი არომატი ნამდვილად მოგეწონებათ.


ამ გასაოცარი, ტკბილი ელექსირის მომზადება არ წარმოადგენს სირთულეს, ხოლო თუ მეგობრებს ამიტ ერთხელ მაინც გაუმასპინძლდებით, ისინი აუცილებლად დაინტერესდებიან რეცეპტით, რომლიც გემოს დავიწყებაც შეუძლებელია.


ინგრედიენტები
  • 100 გ ქიშმიში
  • 100 გ ქლიავის ჩირი
  • 100 გ ფინიკი
  • 100 გ ლეღვის ჩირი
  • 100 გ კურაგი
  • 1 ჩხირი ან 1 ს.კ. დარიჩინი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ფორთოხალი
  • 1 ლ სპირტი
  • 5-6 კბილი მშრალი მიხაკი


მომზადება
  1. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, დაჭერით სქელ ნაჭრებად და მოათავსეთ ორლიტრიან შუშის ქილაში.
  2. ჩაყარეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც ქილაში. იმისათვის, რომ ლიქიორი ძალიან შავი არ გამოვიდეს, ქიშმიში და დარიჩინი ქსოვილის ქისაში მოათავსეთ.
  3. ჩაყარეთ სპირტში შაქარი და გაათბეთ ზომიერ ცეცხლზე სრულ გახსნამდე. შაქარი რეცეპტის აუცილებელი ნაწილი არაა - ლიქიორს ბევრი მის გარეშეც ამზადებს.


  4. გააგრილეთ სპირტი ცივ წყალში.
  5. გაავსეთ ქილა მიღებული სითხით. ზოგიერთი უფრო მეტ სპირტს იყენებს და ქილას ბოლომდე ავსებს.


  6. შეინახეთ ლიქიორი ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. არ დაგავიწყდეთ ბოთლის ყოველდღიურად. ოღონდ ზომიერად შენჯღრევა.
  7. 3 კვირაში ჩაანაცვლეთ ფორთოხალი ახლით. ამის შემდეგ კიდევ 3 კვირა გააჩერეთ.


  8. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ მიღებული ლიქიორი. არ გადაყაროთ დანარჩენი ინგრედეინტები - ისინი დესერტისთვის გამოგადგებათ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.