ამ ძლიერი სასმელის მომზადების ტექნოლოგია საიდუმლოდ ინახება - ის ბაზირდება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელიც სპეციალურ პირობებში მოჰყავთ და თანაც მხოლოდ Cognac-ს რეგიონში, მათი დამუშავებაც სპეციალური წესით ხდება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მსგავსი სასმელის მომზადება ნებისმიერი ყურძნის ჯიშისგან არის შესაძლებელი თანაც სახლის პირობებში
ასეთი კონიაკის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- არაყი — 3 ლიტრი
- მუხის ქერქი — 1 ჩ/კ
- ჩაის ხმელი ფოთლების ნახარში — 1ჩ/კ
- ხსნადი ყავა — 1ჩ/კ
- შაქარი — 1ჩ/კ
- სოდა — 0,5 ჩ/კ
- ვანილი ან ვანილის შაქარი — გემოვნებით
- შავი პოლპილი მარცვალი —3 ცალი (ბაჰარი)
- დაფნის ფოთოლი — 3 ცალი
- მიხაკი — 3 მარცვალი
- ქიშმიში — 5 მარცვალი
- შავი ქლიავი — 1 ცალი (ჩირი)
- მუსკატის კაკალი — 1 გრამი
- ქინძი(ქორიანდრი) — 3-4 მარცვალი (სურვილისამებრ)
სახლის პირობებში ფრანგული კონიაკის დამზადების წესი :
- ფრანგული კონიაკის რეცეპტი დიდად არ განსხვავდება ლეგენდარული ბრენდისგან — ყურძნისგან დამზადებული ძლიერი სასმელისგან. მიუხედავად იმისა რომ მიღებული სასმელი კონიაკის სახელწოდებას არ უნდა ატარებდეს, რადგან ეს სახელწოდება დაცულია საფრანგეთის კანონით, მისი გემო და არომატი არაფრით ჩამოუვარდება მისივე ცნობილ ძმობილს. ამიტომ თქვენი სტუმრების გამასპინძლებისას, თქვენ თამამად შეგიძლიათ მოიხსენიოთ ის გოროც მოგესურვებათ.
- ვინაიდან განსაკუთრებით კარგ კონიაკად ის ითვლება რომელიც მრავალი გემოთია გაჯერებული, შეეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი სუნელი. მუხის ქერქი შესანიშნავად ჩაანაცვლებს კასრს, რომელშიც როგორც წესი ხდება სასმელის დაყენება, თუმცა დამზადების პროცეს ბევრად უფრო მარტივს ხდის ვიდრე ქარხნული წარმოებაა.
- სუნელების ნაზავის შეცვლა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ — თუმცა ვანილინის, პილპილის, ქიშმიშის და მიხაკის საბაზო არომატი უნდა იგრძნობოდეს ყოველთვის.
- ფრანგული კონიაკის სახლის პირობებში მომზადება საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს არანერ სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას. დიდ ემალირებულ ქვაბში ჩაყარეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შუშის ჭურჭელი ან უჟანგავი ლითონის ჭურჭელი, მაგრამ აუცილებლად მოერიდეთ სპილენძის და ალუმინის ჭურჭელს, მათ შეიძლება სასმელის გემო საგრძნობლად გააფუჭონ.
- დაასხით სუნელებს არაყი და დადგით ნელ ცეცხლზე სახარშად ან ორთქლის აბაზანაზე.
- როდესაც ნაზავი წამოდუღებას დაიწყებს, გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან, გააცივეთ და გაფილტრეთ. არყიანი ხსნარის დუღილია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სასურველ გემოს ვერ მიიღებთ.
- გაფილტრული სასმელი ჩაასხით მინის ქილაში, ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ სიბნელეში.
- ამის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ ამ სასმელის შესანიშნავი გემოთი და არომატებით.