"მარწყვის არაყი", ლიქიორს ხუმრობით ასე უწოდებენ, ზომიერი ტკბილი სასმელი, ხოლო ლაიმას წვენი მას მსუბუქ ციტრუსის სიმჟავეს ანიჭებს. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ლიქიორი სახლის პირობებში.
მარწყვის ლიქიორი
ინგრედიენტები
- 1 კგ ახალი მარწყვი
- 250 გრ შაქარი
- 0.5 ლ არაყი ან სხვა ალკოჰოლი
- 1 ლაიმა ან ლიმონი
მომზადება
1. მარწყვი კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და მარწყვი პირსახოცზე დაყარეთ, რომ კარგად გაშრეს.
2. მარწყვი მინის ქილაში მოათავსეთ და შაქარი დააყარეთ. როცა მარწყვს წვენი გამოუვა, ალკოჰოლი დაუმატეთ. ქილას თავსახური დააფარეთ და 5 კვირით დააყენეთ. დრო და დრო ქილა უნდა შეანჯღრიოთ.
3. დროის გასვლის შემდეგ ქილაში მოთავსებული სხვა ქილაში (ბოთლში) გადაწურეთ. მარწყვი არ უნდა დაჭყლიტოთ, რომ თესლი სასმელში არ მოხვდეს. წვენი და ლაიმას ან ლიმონის ცედრა დაუმატეთ. სასმელი კიდევ 2 კვირა გააჩერეთ.
4. სითხე მარლათი გაწურეთ. სასმელი ბოთლებში გადაანაწილეთ და 3 თვით თბილ ოთახში გააჩერეთ.
5. შედეგად 1,5 ლიტრა წარმოუდგენლად გემრიელი მარწყვის ლიქიორი გამოგივათ. ისიამოვნეთ!
ეს ლიქიორი ზაფხულს მთელი წელი გაგახსენებთ. ის დესერტებს, რბილ ყველს და თეთრ ხორცს შესანიშნავად ერწყმის. შეგიძლიათ არაყის ნაცვლად თეთრი რომი ან კონიაკი გამოიყენოთ. მთავარია - ალკოჰოლის სიძლიერე მხოლოდ 40-45 გრადუს უნდა შეადგენდეს.
გვიამბეთ კომენტარებში, ამზადებთ თუ არა თქვენ ლიქიორს. ასევე "კსუ-კსუს" რეცეპტი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.