» » » შესანიშნავი დამატენიანებელი და სამკურნალო საშუალება, შეაჩერეთ დაბერების პროცესი ზეითუნის ზეთით...

შესანიშნავი დამატენიანებელი და სამკურნალო საშუალება, შეაჩერეთ დაბერების პროცესი ზეითუნის ზეთით...

ზეითუნის ზეთი მსუყე და მძიმეა; მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, კანის აღმდგენი ფენოლური ანტიოქსიდანტებით, E ვიტამინით, სკვალენითა და ომეგა-9 ოლეინის მჟავებით. აქვს დამატენიანებელი და სამკურნალო ეფექტი. მას პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში ხშირად იყენებენ.

ის სასარგებლოა:

წმენდს კანს.
ზეითუნის ზეთი ღრმად აღწევს კანში და ატენიანებს, გლუვსა და მოქნილს ხდის მას. ბამბის ტამპონზე დააწვეთეთ ერთი ან ორი წვეთი ცივი დაწურვით მიღებული ზეითუნის ზეთი და გაიწმინდეთ თვალები. იგი ეფექტურად აშორებს თვალის მაკიაჟსაც.

ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ზეითუნის ზეთში არსებული ანტიოქსიდანტები და E ვიტამინი უჯრედის დეგენერაციას უშლის ხელს, რითაც ნაადრევ დაბერებას აფერხებს. სკვალენი ეფექტურად გვიცავს სითხის დაკარგვისგან.

ამაგრებს ფრჩხილებს.
ფრჩხილების გასამაგრებლად, დასაცავად და მათთვის ბრწყინვალების მისანიჭებლად რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ფრჩხილებსა და ნუნებში შეიზილეთ.

ამაგრებს თმასა და თავის კანს.
ზეითუნის ზეთი კარგია გამომშრალი თმისა და მგრძნობიარე თავის კანის სამკურნალოდ. წაისვით და გაიჩერეთ ცოტა ხნით ან მთელი ღამით და დილით შამპუნით ჩამოიბანეთ.

სოკოს საწინააღმდეგო.
ზეითუნის ზეთს სოკოს საწინააღმდეგო ქმედება აქვს. ფოთლები კურნავს ტუჩის ჰერპესსა და სოკოვან ინფექციებს, როგორებიცაა კანდიდოზი და დერმატოფიტოზი.

ნაყოფი

კანში უხვადაა ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტი პუნიკალაგინი.

ნაყოფის ზეთი

ნაყოფი იფქვება წმინდა პასტად და შემდეგ მისგან ზეითუნის ზეთს ხდიან.

მიირთვი და გალამაზდი
ზეთი. აუმჯობესებს საკვებიდან სასიცოცხლო, ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას; აჯანსაღებს კანს. შენახვისას მოარიდეთ სიცხესა და სინათლეს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.