მარტივი პროცედურა, რომლის ჩატარებასაც ყოველგვარი სირთულის გარეშე შეძლებთ სახლის პირობებში, საიმედოდ დაგიცავთ მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან და გაგიჯანსაღებთ კანს. ამ პროცედურის შესახებ ჩემმა ინდოელმა მეგობარმა მიამბო, რომლიც ყოველთვის იდეალური, სრულყოფილი კანის გამოირჩეოდა. რბილი სკრაბი და არომატული ნიღაბი, რომლებიც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება, თქვენს სახის კანს საოცარი გზით გარდასახავს!
სკრაბი პილინგისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ ბრინჯის პუდრი;
- 1 მწიკვი კურკუმა;
- 2 ჩ.კ კიტრის წვენი.
მომზადების წესი:
- კურკუმა უწყობს ხელს კანის ფორების შეკუმშვას და ანთების ჩაცხრობას. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ეს სასარგებლო სანელებელი აღმოსავლეთის ქალბატონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. მოცემული სამი ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში და თქვენ მიიღებთ გასაოცარ საშუალებას პილინგისთვის.
- სკრაბის გამოყენებამდე კარგად გაიწმინდეთ სახე.
- ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ის სახის კანში. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 3 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნიღაბი სახის კანისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ სანდლის ხის ფხვნილი;
- 2 ჩ.კ ვარდისფერი წყალი;
- 1 ჩ.კ თაფლი.
მომზადება:
- სახის კანის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სკრაბი ან ნიღაბი, თუმცა მათი კომბინაცია არაჩვეულებრივ ეფექტს გვაძლებს. შეურიეთ სანდლის ხის ფხვნილი და ვარდისფერი წყალი ერთმანეთში, ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და კარგად გადაურიეთ.
- წაისვით მიღებული ნიღაბი სახის კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით.
- ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
თუ თქვენ მოცემულ პროცედურებს კვირაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, დაივიწყებთ სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დეტალური ინსტრუქციაა მოცემული: