» » » ეს მარტივი სკრაბი დაგეხმარებათ კანის გამოცოცხლებაში და ხელებს აბრეშუმივით რბილს და ახალგაზრდულს გაგიხდით

ეს მარტივი სკრაბი დაგეხმარებათ კანის გამოცოცხლებაში და ხელებს აბრეშუმივით რბილს და ახალგაზრდულს გაგიხდით

ჩვენი ხელები მუდამ შრომაშია, ყოველდღიურად ცვდება, ზიანდება და დანარჩენ კანთან ერთად ბერდება. ხელები კარგად მოვლა ხანდახან პრიორიტეტული სიის ბოლოშია მოქცეული. ეს მარტივი სკრაბი დაგეხმარებათ გაცრეცილი კანის გამოცოცხლებაში და ხელებს აბრეშუმივით რბილს და ახალგაზრდულს გაგიხდით.

45 გრამის დასამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ მსხვილად დაფქული შვრია
  • 1 ს/კ არგანის ზეთი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ დაფქული ბრინჯი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი
  • 4 წვეთი გერანის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი

მომზადების წესი:
მოათავსეთ შვრია, ზეთი და შაქარი თასზე, დაუმატეთ დაფქული ბრინჯი, გლიცერინი და ეთერზეთები და კარგად აურიეთ.
კოვზით გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დაახურეთ თავსახური. მოათავსეთ გრილსა და მშრალ ადგილას. ინახება 3 თვემდე.

გამოყენების წესი:
წაისვით სუფთა ხელებზე და ნაზად შეიზილეთ. ყურადღება მიაქციეთ გამომშრალ ან გაუხეშებულ კანს. გადაივლეთ თბილი წყალი, ნაზად გააშრეთ პირსახოცით და წაისვით ხელის საცხი, თუ საჭიროა. თუ გინდათ, რომ სკრაბი უფრო ნაზი გამოვიდეს, ნუ დაუმატებთ შაქარს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.