» » » როგორ უნდა მოაროთ გამომშრალ და დანაოჭებულ სახის კანს სახლის პირობებში, საკმაოდ მარტივი პროცედურებით...

როგორ უნდა მოაროთ გამომშრალ და დანაოჭებულ სახის კანს სახლის პირობებში, საკმაოდ მარტივი პროცედურებით...

გაზაფხულზე სახის კანს რომ განსაკუთრებული მოსვლა სჭირდება ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამისათვის კი სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული პროცედურების ჩატარება. Rchevebi-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ გამომშრალ და დანაოჭებულ კანს სახლის პირობებში.

  1. გავამზადოთ მალამო 50 გრ გახეხილი ნუშის, 12,5 გრ კვერცხის გულის, 12,5 მლ გლიცერინის, 10 მლ სპირტის, 1 გრ ტიმოლის, 1,5 გრ ქაფურისგან. ყველაფერი ავურიოთ წყალში წყალში და მივიყვანოთ მალამოს კონსისტენციამდე. ეს მალამო წავისვათ ნაოჭებზე 1,5-2 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანოთ და გავიმშრალოთ.

  2. ავიღოთ ღრმა ჭურჭელი, მოვათავსოთ მასში 30 გრ გვირილა, 20 გრ პიტნა, 20 გრ სალიცილის მჟავა (ძლიერ კარგად დავფხნათ), 10 გრ როზმარინი და დავასხათ 1 ლიტრი ნატურალური ღვინო.
    გავაჩეროთ 15 დღე, გადავწუროთ და საგულდაგულოდ გავიწმინდოთ სახის კანი ყოველ საღამოს 15 დღის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მცირეოდენი შესვენების შემდეგ.

    ნარევი
  3. ავიღოთ 0,5 გრ სალიცილის მჟავა, კიტრის წვენი 50 გრ და 200 მლ 40 გრადუსიანი სპირტი ან არაყი. ამ ნარევით გავიწმინდოთ სახე ყოველ საღამო 20-30 დღის განმავლობაში. მშრალი კანის შემთხვევაში სპირტი აუცილებლად უნდა შევცვალოთ ღვინით. იმიტომ, რომ სპირტმა შეიძლება გააღიზიანოს კანი. ამ პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეების ნიღბების გამოყენება, განსაკუთრებით კრაზანისა, გვირილასა და ვირისტერფასი, კალენდულასიც კარგია. შედეგი მზეს და ქარს შეუძლია ძალიან გააუსახუროს სახე, თუ არ ვიხმართ რამე საცხს. ყველაზე კარგი საშუალება მასთან ბრძოლისა არის შემდეგი: ავიღოთ კვერცხის გული და ხელის გულით შევიზილოთ სახეზე. როდესაც ის გამაგრდება სახეზე უნდა ჩამოვიბანოთ საპნიანი წყლით, შედეგი ყოველთვის ბრწყინვალეა.

    ყელის ნიღაბი
  4. სწორედ ყელი გასცემს ქალის ასაკს, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. გამოწურეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, შეურიეთ 2 სადილის კოვზი ცხიმიანი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ზეთი. მიღებული მასა წაუსვით ორად გაკეცილ მარლას და ყელზე შემოიხვიეთ. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიხსენით და ყელი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანის დაბერების შესანელებლად, სასურველია, ამგვარი პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტაროთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.