» » » ქუთუთოების კანი ნაოჭების გარეშე: ისარგებლეთ ამ უბრალო პროდუქტით, რომელიც თქვენს მაცივარშია

ქუთუთოების კანი ნაოჭების გარეშე: ისარგებლეთ ამ უბრალო პროდუქტით, რომელიც თქვენს მაცივარშია

დაბერების პროცესის პარალელურად ჩვენს ორგანიზმში უამრავი უსიამოვნო ცვლილება მიმდინარეობს. პირველი ასაკობრივი ცვლილებები სწორედ თვალებზე და მის გარშემო არსებულ კანზე იჩენს თავს. ქუთუთოების კანი ძალიან თხელი, ნაზია და მუდმივად განიცდის გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. სტრესი, ვიტამინების დეფიციტი, უხარისხო ძილი - იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალი, რომელიც თვალების გარშემო არსებული კანის დაბერებას აჩქარებს.

არსებობს უამრავი კოსმეტიკური საშუალება კანის მოსავლელად და მის გასაახალგაზრდავებლად. სამწუხაროდ, კოსმეტიკური პროდუქტების უმრავლესობა საკმაოდ ძვირი ღირს, თანაც ყოველთვის არ გამოირჩევა ეფექტურობით. სწორედ ამიტომ, ''რჩევები''-ის რედაქცია გთავაზობთ გასაოცარი, ძალზედ ეფექტური ნიღბის დამზადების რეცეპტს, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც კვერცხი წარმოადგენს. ამ ნიღბის დახმარებით თქვენ შეძლებთ თვალების გარშემო არსებული კანისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას, მისთვის სიმტკიცის მინიჭებას, პატარა ნაოჭების გაგლუვებას და ა.შ.

ქუთუთოების კანი ნაოჭების გარეშე: ისარგებლეთ ამ უბრალო პროდუქტით, რომელიც თქვენს მაცივარშია

დღეს ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა თქვენთვის რამდენიმე ნატურალური რეცეპტის გაზიარება, რომელთა დახმარებით თქვენ სახის კანს რამდენიმე წლით გაიაახალგაზრდავებთ.

ნიღაბი კვერცხის ცილისგან

ყველაზე მარტივი, თუმცა ძალზედ ეფექტური გზა ქუთუთოების კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - კვერცხის ცილის გამოყენება. კოსმეტიკური ფუნჯის ან ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით კვერცხის ცილა თვალების გარშემო არსებულ კანზე. მოითმინეთ იქამდე, სანამ ცილა ბოლომდე არ შეგაშრებათ. ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით და დატკბით შედეგით! გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად.



შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით კვერცხის ცილა, ქერის ფქვილი და თაფლი. მიღებული ნარევი წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ ნიღბის დახმარებით თქვენ შეძლებთ მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებას და კანისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას.



მესამე ნიღაბი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, მოგიხსნით შეშუპებას, მოგაშორებთ მუქი ფერის ტომრებს თვალების ქვემოთ და გაგიგლუვებთ მცირე ზომის ნაოჭებს. თქვენ დაგჭირდებათ: 2 კვერცხის გული, 1 ჩ.კ თაფლი და 1 ჩ.კ ზეითუნის ან გაგრის ზეთი. თითოეული ინგრედიენტს ვათავსებთ საშუალო ზომის ჭურჭელში და ვურევთ მიქსერის გამოყენებით. მიღებული მასა წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად.



კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნიღაბი მშრალი კანისთვის და დაღლილი იერის მოსაშორებლად. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით თვალების გარშემო, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი რძით.



თითოეული ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია ქუთუთოების კანის მოსავლელად. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი და რეგულარული პროცედურების შემდეგ მიღებული შედეგით იამაყებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.